გასულ წელს მეგან მარკლი ბრიტანული „ვოგის“ მოწვეული რედაქტორი გახდა. ის აქტიურად იყო ჩართული სექტემბრის ნომრის შექმნაში და ამაზე რედაქტორ ედვარდ ენინფულთან დიდხანს იმუშავა.

ვიდეო, რომელიც ინტერნეტში ახლა ვრცელდება, აგვისტოშია გადაღებული. ინტერვიუში მეგან მარკლი ენინფულს ქუდს ჩუქნის და პაუზებს შორის მშვენივრად ერთობა. როგორც ჩანს მეგანმა უკვე იცოდა, რომ მალე სამეფო ვალდებულებებს ჩამოშორდებოდა, ამიტომ პროტოკოლს ამ ინტერვიუში ის არ შეუწუხებია.

მეგან მარკლიმ სოციალურ ქსელში აღნიშნა, რომ ეს ნომერი ყველაზე გაყიდვადი გახდა ჟურნალის ისტორიაში.

 

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05