LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უდუმაშვილი: ზურაბიშვილის განცხადება დანაშაულებრივი იყო – პრეზიდენტი, რომელიც დანიშნა პარტიამ, ხარკს უხდის „ოცნებას“

59
ზაალ უდუმაშვილი

„ნაციონალური მოძრაობის“  წევრისა და დეპუტატის, ზაალ უდუმაშვილის მოსაზრებით, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება, რომელიც მან მიხეილ სააკაშვილის შეწყალებასთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ გააჟღერა, დანაშაულებრივი იყო.

უდუმაშვილის თქმით, პრეზიდენტი, რომელიც დანიშნა ერთმა კონკრეტულმა პარტიამ, დღემდე ასრულებდა მის დავალებებს და ხარკს უხდის „ქართულ ოცნებას.“

როგორც მანვე აღნიშნა, ახლა მნიშვნელობა არ აქვს, რას იტყვის პრეზიდენტი, რადგან მისგან სახელმწიფოებრივ მიდგომას არ ელოდება.

„მთელი ეს წლები მუდმივად გვესმოდა შეფასებები, რომ სალომე ზურაბიშვილმა ამა თუ იმ საკითხზე სამარცხვინო განცხადება გააკეთა. გუშინდელი განცხადება ეს იყო დანაშაულებრივი განცხადება საქართველოს პრეზიდენტის მხრიდან, რომელმაც პრაქტიკულად არაფერი თქვა სააკაშვილზე გარდა იმისა, რომ არ შეიწყალებს.

მოლოდინი არც მქონდა და არ ველოდებოდი, რომ გუშინ მასში სახელმწიფოებრივი მიდგომა გაიღვიძებდა. ჩვენ კარგად ვიცით, პრეზიდენტი, რომელიც დანიშნა ერთმა კონკრეტულმა პარტიამ, დღემდე ასრულება მის დავალებებს და ხარკს უხდის „ქართულ ოცნებას.“ ამიტომ, ახლა მნიშვნელობა არ აქვს რას იტყვის პრეზიდენტი და რა განცხადებას გააკეთებს, ახლა მნიშვნელოვანია ჩვენი მოქმედება და ჩვენი ბრძოლა,“– განაცხადა ზაალ უდუმაშვილმა.

სააკაშვილის შეწყალებაზე ჩემი პოზიცია უცვლელია, არა და არასოდეს! – სალომე ზურაბიშვილი

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები