LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფასო არაფერია? – მსოფლიოს 7 საუკეთესო მუზეუმი… სრულიად უფასოდ

museum-3

მსოფლიოში აურაცხელი მუზეუმია, რა თქმა უნდა ყველას შემოვლა ფაქტობრივად შეუძლებელია. მაგრამ თუ დაწყებას აპირებთ, აგერ დიდი და საინტერესო მუზეუმების სია, სადაც შესვლა აბსოლუტურად უფასოა, და თან არა განსაზღვრულ დროს, არამედ როცა გენებოთ.

 

ლონდონის ნაციონალური გალერეა


სამუშაო საათები: ყოველდღე, 10:00-დან 18:00 სთ-მდე, პარასკევს – 21:00 სთ-მდე
ცნობილი ექსპონატები: ვან გოგის „მზესუმზირები“, ტიციანის „წმინდა ოჯახი“

გალერეა ლონდონის ცენტრში, ტრაფალგარის მოედანზეა და აქ უფასოდ ნახავთ ფერწერის ყველა ევროპული სკოლის შედევრების ორ ათასზე მეტ ნიმუშს (XII-XX სს პერიოდი).

 

პარიზის თანამედროვე ხელოვნების მუზეუმი

სამუშაო საათები: ყოველდღე, 10:00-დან 18:00 სთ-მდე, ხუთშაბათს – 22:00 სთ-მდე
ცნობილი ექსპონატები: რაულ დიუფის „ელექტროობის შუქი“, მატისის „პარიზის ცეკვა“.

მუზეუმი მდებარეობს პარიზის მე-16 ოლქში, ტოკიოს სასახლის შენობაში. კოლექცია მოიცავს მე-20 საუკუნის სხვადასხვა მიმართულების 8 ათასზე მეტ ნაწარმოებს.
მუზეუმი ბოლო დროის ერთ-ერთ უდიდეს ძარცვასთან არის დაკავშირებული. 2010 წელს მოიპარეს ხუთი ნამუშევარი – პიკასო, ლეჟე, მატისი, მოდილიანი და ბრაკი. მათი საერთო ღირებულება 100 მილიონი დოლარია.

 

გეტის მუზეუმი, ლოს ანჯელესი, აშშ


სამუშაო საათები: 10:00-დან 17:30 სთ-მდე, შაბათს – 21:00 სთ-მდე
ცნობილი ექსპონატები: ვან გოგის „Ирисы“, რენუარის „გასეირნება“

კალიფორნიის ყველაზე მსხვილი სამხატვრო მუზეუმი. ის დაარსა ნავთობის მაგნატმა ჟან პოლ გეტიმ, რომელიც გარდაცვალებისას, 1976 წელს პლანეტის უმდიდრესი ადამიანი იყო. მან მუზეუმს დაუტოვა თავისი კერძო კოლექცია და ქონება, რამაც საშუალება მისცა პრესტიჟულ აუქციონებზე ძველი ოსტატების ნამუშევრები და ანტიკური ქანდაკებები შეეძინათ.

 

დანიის ნაციონალური მუზეუმი, კოპენჰაგენი


სამუშაო საათები: სამშაბათიდან კვირამდე, 10:00-დან 17:00 სთ-მდე, ორშაბათი დასვენებაა
ცნობილი ექსპონატები: ეგტვედელი გოგონას ნივთები, მზის ოთხთვალა.

ქვეყნისთვის უმნიშვნელოვანესი კულტურულ-ისტორიული მუზეუმი 1892 წლიდან მუშაობს და ამ დროში ყველა ეპოქის უამრავი საინტერესო ექსპონატი შეაგროვა.

 

ჩინეთის ნაციონალური მუზეუმი, პეკინი


სამუშაო საათები: სამშაბათიდან კვირამდე, 9:00-დან 17:00 სთ-მდე, ორშაბათი დასვენებაა
ცნობილი ექსპონატები: სამსხვერპლო სამფეხა დინი (ასაკი 3000 წელი), 1,7 მილიონი წლიადამიანი, ნეფრიტის პრინცი.

ეს ქვეყნის უმსხვილესი და მსოფლიოში ყველაზე მონახულებადი მუზეუმია. თუმცა უცხოელებს შორის დიდად პოპულარული არ არის. აქ ინახება 620 ათასზე მეტი ექსპონატი და ქვეყნის 5000 წლის ისტორიას მოიცავს.

 

ვიქტორიისა და ალბერტის მუზეუმი, ლონდონი


სამუშაო საათები: ყოველდღე, 10:00-დან 17:45 სთ-მდე, პარასკევს – 22:00 სთ-მდე
ცნობილი ექსპონატები: ბოტიჩელის „ესმერალდა ბრანდიდნის პორტრეტი“, როსეტის “დღის ზმანება”.

ლონდონის ერთ-ერთი საუკეთესო მუზეუმი და ევროპის დეკორატიულ-გამოყენებითი ხელოვნების ყველაზე მდიდარი კოლექცია. უბრალოდ გაითვალისწინეთ, რომ დარბაზების დათვალიერება რამდენიმე დღეს წაგართმევთ: მუზეუმის 140 დარბაზში ოთხ მილიონზე მეტი ნივთია.

 

ხელოვნების ნაციონალური გალერეა, ვაშინგტონი


სამუშაო საათები: ორშაბათიდან შაბათამდე, 10:00-დან 17:00 სთ-მდე, კვირას – 11:00-დან 18:00 სთ-მდე
ცნობილი ექსპონატები: ლეონარდო და ვინჩის „ჯინევრი დე ბენჩის პორტრეტი“, კლოდ მონეს „გასეირნება. ქალი ქოლგით“, პიკასოს „კომედიანტების ოჯახი“.

გალერეაში თავმოყრილია მსოფლიოში ერთ-ერთი საუკეთესო სამხატვრო ნაწარმოებების კოლექცია. აქ ნახავთ ევროპელი და ამერიკელი ოსტატების ცნობილ ნამუშევრებს – 1200-ზე მეტი ნახატია. აქ ინახება იტალიური აღორძინების ეპოქის შედევრები – ბოტიჩელი, ბელინი, ჯორჯონე, რაფაელი, ლეონარდო, მიქელანჯელო…
გალერეასთან გახსნილია ქანდაკებების ბაღი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები