LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფლისციხემ ვიზიტორების მიღება შეწყვიტა

55
gallery-435-3-19290

კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, კულტურული მემკვიდრეობის დაცვის ეროვნულმა სააგენტომ უწყების სტრუქტურულ დაქვემდებარებაში არსებულ ყველა მუზეუმსა და მუზეუმნაკრძალში ვიზიტორების მიღება შეწყვიტა.

საქართველოში შექმნილი ეპიდსიტუაციიდან გამომდინარე, სხვა ტურისტულ ობიექტებთან ერთად, მუშაობა შეწყვიტა უფლისციხის მუზეუმნაკრძალმა.

„ბუნებრივია, კორონავირუსით დაინფიცირების საშიშროების გამო, დამთვალიერებელთა კრიზისი ჩვენთანაც შეიმჩნეოდა. ბოლო პერიოდში, რამდენიმე ადგილობრივ და იმ უცხოელ ვიზიტორებს ვუმასპინძლეთ, რომლებმაც საზღვრის ჩაკეტვის გამო, საკუთარ ქვეყანაში დაბრუნება ვერ მოახერხეს. მუზეუმის დროებით დახურვის შესახებ ბრძანება ძეგლთა დაცვის ეროვნული სააგენტოსგან მივიღეთ და ფუნქციონირება 1 აპრილამდე შევაჩერეთ. მუზეუმ-ნაკრძალის მატერიალურ-ტექნიკური და კულტურული ფასეულობების დაცვის მიზნით, სამუზეუმო ადმინისტრაცია წინასწარ შემუშავებული გრაფიკის მიხედვით ვმუშაობთ და ველოდებით სიტუაციის დასტაბილურებას,“ – განაცხადა უფლისციხის მუზეუმ-ნაკრძალის დირექტორმა ბადრი გასპაროვმა.

ცნობისთვის, სხვა მუზეუმებმა ფუნქციონირება 4 მარტს შეწყვიტეს, ღია სივრცეში განთავსებული მუზეუმ-ნაკრძალები კი, ვიზიტორების მიღებას დღემდე აგრძელებდნენ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები