სირიის ჩრდილოეთში თურქული სამხედრო ოპერაცია „მშვიდობის წყაროს“ შეჩერების თაობაზე ამერიკის შეერთებულ შტატებთან მიღწეულ შეთანხმებას სოციალურ ქსელში ეხმაურება თურქეთის პრეზიდენტი. მანამდე დონალდ ტრამპმა ერდოღანს მადლობა გადაუხადა:

 “არაჩვეულებრივი ახალი ამბავი თურქეთიდან. გმადლობ, ერდოღან! მილიონობით სიცოცხლე გადარჩება,” – წერს ტრამპი.

ერდოღანი დონალდ ტრამპის მადლობის საპასუხოდ ტვიტერზე წერს:

„ბატონო პრეზიდენტო, კიდევ უფრო მეტი სიცოცხლე გადარჩება, როცა ტერორიზმს დავამარცხებთ, რომელიც კაცობრიობის მტერია. დარწმუნებული ვარ, ერთობლივი ძალისხმევით მოვახერხებთ, რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის უზრუნველყოფას,“ – წერს ერდოღანი სოციალურ ქსელ „ტვიტერში.“

მადლობა ერდოღანს – თურქეთი სირიაში საბრძოლო მოქმედებებს ხუთი დღით შეწყვეტს

ერდოღანი სირიაში სამხედრო მოქმედებებს 5 დღით შეწყვეტს. ეს გადაწყვეტილება გუშინ თურქეთის ლიდერმა ამერიკის დელაგაციასთან რამდენიმესაათანი მოლაპარაკებების შემდეგ მიიღო. დელაგაციას აშშ-ის ვიცე პრეზიდენტი მაიკ პენსი ხელმძღვანელობდა. როგორც განმარტეს, თურქეთი სირიაში საომარ ოპერაციებს წყვეტს, რათა ქურთულ ძალებს შესაძლებლობა მიეცეთ, 120 საათის განმავლობაში “უსაფრთხოების ზონა” დატოვონ.

 

 

მსგავსი თემები