LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უფროსი თაობა: საუკეთესო ფილმები ,,პენსიონერი” ვარსკვლავების მონაწილეობით

732
#151823 (1)

კოშმარულმა ეპიდემიამ განსაკუთრებით ხანდაზმულები დაჩაგრა, რადგან გაურკვეველი დროით სახლში გამოკეტვა აიძულა. სწორედ მათთვისაა ფილმები, ,,პენსიონერი” ჰოლივუდელების მონაწილეობით, რომლებიც ვარსკვლავური სტატუსის მიუხედავად, თვითონაც სერიოზული საფრთხის წინაშე აღმოჩდნენ.

“კვარტეტი” (Quartet, 2012) – დასტინ ჰოფმანის სარეჟისორო დებიუტის მოქმედება პენსიონერი ოპერის მომღერალთა სახლში ვითარდება, სადაც მოსაწყენად არავის სცალია, რადგან ხანდაზმული არტისტები ჯუზეპე ვერდის დაბადების დღისადმი მიძღვნილი კონცერტისთვის ემზადებიან და ძველ ურთიერთობასთან ერთად კონკურენციასაც იხსენებენ. გონებამახვილური, იუმორით სავსე ფილმი კიდევ ერთხელ ამტკიცებს, რომ ხელოვანებს არც ხანდაზმულობაში ასვენებს ვნებები და მოჭარბებული ემოციები.

“ყველაზე სწრაფი “ინდიანი” (World’s Fastest Indian, 2005) – რეალურ მოვლენებზე შექმნილ ფილმში ენტონი ჰოპკინსმა ხანდაზმული მოტომრბოლელი ბერტ მონრო განასახიერა, რომელიც საკუთარ საქმესა და მოტიციკლში უსაზღვროდ შეყვარებული, სოლდური ასაკის მიუხედავად გეგმავს შეერთებულ შტატებში გამგზავრებას და ახალი რეკორდის დამყარებას.

“გაზაფხულის იმედები” (Hope Springs, 2012) – ფილმების “მოჩვენებითი სილამაზე” და “მარლი და მე” რეჟისორს დევიდ ფრენკელს ყოველთვის კარგად გამოსდიოდა ყოფითი ისტორიებისგან სახალისო სანახაობის შექმნა. ტრადიციას არც ახლა უღალატა და მაყურებელს ასაკოვანი წყვილის ოჯახური პრობლემების განხილვა შესთავაზა, რომელიც ეკრანზე მერილ სტრიპმა და ტომი ლი ჯონსმა გაითამაშეს.

“სიყვარული წესების გარეშე” (Something’s Gotta Give, 2003) – სახალისო ისტორია ჯეკ ნიკოლსონისა და დაიან კიტონის მონაწილეობით სრულიად განსხვავებული ადამიანების უთანხმოებასა და რთულ ურთიერობაზე მოუთხრობს მაყურებელს, რომლებიც საბოლოოდ მაინც ხვდებიან, რომ თავდავიწყებით უყვართ ერთმანეთი.

“სტრეიტის ამბავი” (The Straight Story, 1999) – დევიდ ლინჩმა უარი თქვა ტრადიციულ თემებზე და მისთვის ნაკლებად დამახასიათებელი როუდ-მუვი დადგა ხანდაზმულ ელვინზე, რომელიც უარს ამბობს ასაკის თანმდევი შეზღუდვების მიღებაზე და სახიფათო, თავგადასავლებით სავსე მოგზაურობაში ებმება.

“სტაჟიორი” (The Intern, 2015) – ახალ დრამაში ნენსი მაიერსი ისევ ასაკის თემას განიხილავს თუმცა ამჯერად თაობების ურთიერთობის ფონზე და რობერტ დენიროს მონაწილეობით, რომელიც 70 წლის ასაკში იწყებს მუშაობას ტანსაცმლის ინტერნეტ-მაღაზიაში და იძულებით ეცნობა თანამედროვე ცხოვრების სრულიად უცხო ნიუანსებს.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები