ევროპა გაუსაძლის სიცხეებს ებრძვის, დერმატოლოგები კი მზისგან დაცვის მნიშვნელობაზე სულ უფროდაუფრო ხშირად საუბრობენ. რატომ უნდა ვიყოთ ფრთხილად და როგორ უნდა შევარჩიოთ სწორად მზის დამცავი ? ამაზე ინფორმაცია „ევრონიუსმა“ მოიძია.

ჯანსაღი რუჯი არ არსებობს ! – ამბობენ დერმატოლოგები. ბრიტანეთის დერმატოლოგთა ასოციაცია აცხადებს, რომ ზოგადად, რუჯი მხოლოდ ერთ რამეს ნიშნავს –  კანი რადიაციისგან დაზიანდა. ეს კი კანის კიბოს რისკებს ზრდის. 

“ევრონიუსი” წერს, რომ ევროპაში 2018 წელს მელანობას 140 ათასი ახალი შემთხვევა გამოვლინდა, უმრავლესობა სწორედ მზის დამწვრობით იყო გამოწვეული.

დერმატოლოგები გვირჩევენ, მინიმუმ 30%-იანი და უფრო მაღალპროცენტიანი დამცავი საშუალება გამოვიყენოთ. მათი თქმით, მზეზე ყოფნის დროს დამცავი კრემი ხშირად უნდა წავისვათ, რადგან კრემის 85% -ს პირსახოცი იწოვს, ნაწილი ცურვის დროს გვშორდება.

მხოლოდ დამცავი საკმარისი არაა. ბრიტანეთის დერმატოლოგთა ასოციაცია გვაფრთხილებს: მოერიდეთ შუადღის მზეს და ჩრდილში დარჩით, ატარეთ მზის ქუდები, მზისგან დამცავი ტანსაცმელი, სათვალე და ყოველთვის თან იქონიათ მზისგან დამცავი კრემები. 

მაია მამულაშვილი
ავტორი

მსგავსი თემები