LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უგულავა-ბოკერიას ფრთა “ნაციონალურ მოძრაობას” გამოეყო

174

ე.წ. უგულავა-ბოკერიას ფრთამ „ნაციონალური მოძრაობა“ დატოვა, ამის შესახებ განცხადება პარტიის ოფისთან გამართულ პრესკონფერენციაზე გააკეთეს.

 

„დღეს დავდექით იმ რეალობის წინაშე, როდესაც ხდება „ერთიანი ნაციონალური მოძრაობის“ გაყოფა. თქვენ ხედავთ ადამიანებს, ვინც წლების მანძილზე წარმოადგენდა პარტიას, რომლებმაც იბრძოლეს წლების განმავლობაში და რომელთა დამსახურებაა, რომ „ნაციონალური მოძრაობა“ დღეს არსებობს როგორც პარტია. ეს ხალხი არის სახე და ხერხემალი პარტიის და არასწორია შეფასებები, რომლებიც ისმის ბოლო დღეების განმავლობაში.
ჩემთვის ემოციურად ძნელია ამ განცხადების გაკეთება, მაგრამ როგორიც არ უნდა ყოფილიყო უთანხმოებები, დღეიდან ის არის წარსული. ჩვენ ვიხედებით წინ. ჩვენ, რა თქმა უნდა, დავრჩებით მოკავშირეები ივანიშვილის რეჟიმის წინააღმდეგ, მაგრამ დღეიდან ეს ძალა იწყებს პოლიტიკური ბრძოლის ახალ ეტაპს. დიახ, ამ გუნდს ამის ამბიცია გააჩნია.

დარწმუნებული ვარ, ეს პოლიტიკური ძალა იქნება წარმატებული ქართულ პოლიტიკურ ასპარეზზე“, – განაცხადა საპარლამენტო უმცირესობის ლიდერმა დავით ბაქრაძემ.