LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უილიამი ქეით მიდლტონთან ერთად იმ საავადმყოფოში მივიდა, სადაც 24 წლის წინ დედამ მიიყვანა (ფოტო)

midlton

პრინცი უილიამი და ქეით მიდლტონი ლონდონში „ეველინას“ ბავშვთა ჰოსპიტალს ესტუმრნენ. ამ წელს მიდლტონი კლინიკის პატრონაჟს ოფიციალურად ჩაიბარებს. წლების წინ ბავშვთა ჰოსპიტალზე მეთვალყურეობა პრინცესა დაიანას ჰქონდა აღებული. საინტერესოა, რომ ესაა საავადმყოფო, სადაც 24 წლის წინ ოფიციალური ვიზიტით პრინცესა დაიანა იმყოფებოდა და მას თან პრინცი უილიამი ახლდა. 24 წლის თავზე კი უილიამი კლინიკას მეუღლესთან ერთად ესტუმრა.

ჰოსპიტალში ქეითი LK Bennett-ის მწვანე კაბაში იყო გამოწყობილი, რომელსაც წვრილი კოპლები ამშვენებდა. ანსამბლს კი ჰერცოგინიამ ამავე ტონალობის კლატჩი და მაღალქუსლიანი ფეხსაცმელი შეუხამა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები