რიზ უიზერსფუნი „ვოგის“ თებერვლის ნომრის გმირი ხდება. ამერიკელი მსახიობი საკუთარი შემოქმედების  შესახებ გამოცემას ვრცელ ინტერვიუს აძლევს და საინტერესო ფოტოსესიაშიც იღებს მონაწილეობას.

ჟურნალის გარეკანს „ოსკაროსანი“ მსახიობი „ჟივენშის“ მწვანე ფერის კაბაში დაამშვენებს. თავად ჟურნალის ფურცლებზე კი ქერათმიანი უიზერსფუნების სამ თაობას ვიხილავთ. მათ შორის რიზის დედას, ბეტის და მის თინეიჯერ ქალიშვილს, ავას.

ინტერვიუში უიზერსფუნი „დიდი პატარა ტყუილების“ მეორე სეზონის შესახებაც საუბრობს, სადაც ის პროდიუსერის ფუნქციასაც ითავსებს.

კატეგორიები: შოუბიზნესი

მსგავსი თემები