LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკან დასახევი არაფერი მჭირს – გედევან ფოფხაძე

97

„უკან დასახევი არაფერი მჭირს,“ – ამის შესახებ საპარლამენტო უმრავლესობის წევრმა, გედევან ფოფხაძემ, საპარლამენტო უმრავლესობის დატოვებასთან დაკავშირებით მიღებულ გადაწყვეტილებაზე საუბრისას განაცხადა.

გედევან ფოფხაძე მიიჩნევს, რომ, პირველ რიგში, უნდა ისაუბრონ „ვინ არის მართალი და ვინ – მტყუანი“.

მე არავისთვის შეურაცხყოფა არ მიმიყენებია და თუ ვინმეს მიაჩნია, რომ შეურაცხყოფილია ჩემი განცხადებით, ეს პერსონალურად თქვას. მე ჩემი პოზიცია მაქვს და ამ პოზიციას კიდევ ერთხელ დავაფიქსირებ. წინა მოწვევის პარლამენტშითავისუფალ დემოკრატებშივიყავი. მათ უმრავლესობა დატოვეს, მაგრამ მე არ ჩავთვალე საჭიროდ დამეტოვებინა უმრავლესობა. ჩემი მანდატი 76- მანდატი იყო მაშინ უმრავლესობისთვის და უმრავლეოსობა შენარჩუნდა სწორედ ამის ხარჯზე,“ – განაცხადა გედევან ფოფხაძემ.

გასულ კვირას, გედევან ფოფხაძემ საზოგადოებრივი მაუწყებლის სამეურვეო საბჭოს წევრად ნინია კაკაბაძის არჩევის გამო პროტესტი გამოთქვა და უმრავლესობის დატოვების შესახებ განაცხადა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები