უკანაფშავში რძის გადამამუშავებელი საწარმო შენდება

87

დუშეთის მუნიციპალიტეტში, უკანაფშავის ადმინისტრაციული ერთეულის სოფელ შუაფხოში რძის გადამამუშავებელი საწარმოს მშენებლობა მიმდინარეობს.

პროექტი „მაღალმთიან რეგიონებში სახელმწიფო საკუთრებაში არსებული სათიბ-საძოვრების რაციონალურად გამოყენების სახელმწიფო პროგრამის“ ფარგლებში ხორციელდება.

საწარმო, სამომავლოდ თანადაფინანსების პრინციპით გადაეცემა ადგილობრივ კოოპერატივს „ფხოვი 2017“, რომელშიც 32 ადგილობრივია გაწევრიანებული. რძის საწარმო (1,5 ტონა წარმადობა) თანამედროვე ტექნოლოგიებით წარმოებული მაღალი ხარისხის რძის პროდუქტს აწარმოებს, აგრეთვე, იგეგმება ტრადიციული პროდუქტის – დამბალხაჭოს წარმოება. რძის მიმღებ-გადამამუშავებელი საწარმო სოფლად მცხოვრები მოსახლეობის ეკონომიკური მდგომარეობის გაუმჯობესებას შეუწყობს ხელს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები