LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკანონო ფარული მოსმენა-მიყურადებისთვის დაზარალებულად ცნობას კიდევ 11 ჟურნალისტი ითხოვს – იხილეთ სია

77
ფარული მოსმენა

ჟურნალისტთა უფლებების დამცველი ორგანიზაციის, „მედიაომბუდსმენის“ განცხადებით, უკანონო ფარული მოსმენა – მიყურადების და თვალთვალის ფაქტებთან დაკავშირებით დაზარალებულად ცნობას კიდევ 11 ჟურნალისტი ითხოვს.

ორგანიზაციის ცნობით, თბილისის პროკურატურას მესამე ნაკადის განცხადებები უკვე წარუდგინეს.

განმცხადებლებს შორის არიან:

ნინო ზაუტაშვილი – საზოგადოებრივი მაუწყებელი
თეონა ხარაბაძე – საზოგადოებრივი მაუწყებლის აჭარის ტელევიზია და რადიო
ნინო თარხნიშვილი – რადიო „თავისუფლება“
თორნიკე მანდარია – რადიო „თავისუფლება“
ეკა ქევანიშვილი – რადიო „თავისუფლება“
მერაბ მეტრეველი – პალიტრა NEWS
თინათინ ოსმანოვა – რადიო „პალიტრა“
ანა წერეთელი – ტელეკომპანია „პირველი“
მაკა ჩიხლაძე – ტელეკომპანია „პირველი“
ლიკა ჯანყარაშვილი – ტელეკომპანია „პირველი“
ნიკა თევდორაძე – ტელეკომპანია „ფორმულა“

ცნობისთვის, საქმე ეხება 2021 წლის 13 სექტემბერს გავრცელებულ, სავარაუდოდ, სუსის მასალებს ე.წ. კრებსებს, რაც დაახლოებით, 58 000-მდე ფაილისგან შედგებოდა.

ამავე თემაზე:

მოსმენების საქმეზე კიდევ 8 ჟურნალისტი ცნეს დაზარალებულად – მედიაომბუდსმენი განცხადებას ავრცელებს

ათმა ჟურნალისტმა ფარული მიყურადების საქმეზე სტრასბურგის სასამართლოს მიმართა

მოსმენების საქმეზე დაზარალებულად ცნობას კიდევ 19 ჟურნალისტი ითხოვს – იხილეთ სია

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები