LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უხამსი შინაარსის ფოტო მოსამართლის კაბინეტში” – სალაძე მოქმედ მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს

117
47319659_2062954987076949_4584705278687051776_n-960x640

“ახალგაზრდა იურისტთა ასოციაციის” (საია) თავმჯდომარე სულხან სალაძე მოქმედ მოსამართლეზე შესაძლო ზეწოლაზე საუბრობს. მისი თქმით, პირს, რომლის ვინაობასაც არ ასახელებს, ჩაკეტილ სამუშაო ოთახში ამობეჭდილი ფურცელი დახვდა უცენზურო გამოსახულებით.

„ეს ადამიანი, ვისთანაც მე მქონდა საუბარი, როგორც ამბობდა, ჩაკეტილი ოთახი იყო, რომლის გასაღებიც მას ჰქონდა, მეორე დღეს დახვდა ღია და სამუშაო მაგიდაზე იყო ფურცელი ამობეჭდილი პრინტერიდან, სადაც უცენზურო გამოსახულება იყო წარმოდგენილი. მოქმედი მოსამართლეა.ეს იყო შეტყობინება და მესიჯი კონკრეტული მოსამართლის მისამართით, რომ მას უნდა სცოდნოდა, სად იყო მისი ადგილი და უნდა სცოდნოდა, ვინ არის სასამართლო სისტემაში გადაწყვეტილების მიმღები პირი.”ამბობს სალაძე

საიას თავმჯდომარე აღნიშნულს ყველა იმ მოსამართლეზე ზეწოლად აფასებს, რომლებიც სასამართლო სისტემაში დამოუკიდებლობას ცდილობენ

“დეტალებზე არ შემიძლია ვისაუბრო. საუბარი მქონდა კონფიდენციალურობის გარანტიით. მე ვფიქრობ, ეს იყო შეტყობინება ყველა იმ მოსამართლის მიმართ, რომლებსაც შეიძლება ჰქონდეთ მცდელობა, იყვნენ ამ სისტემაში დამოუკიდებლები” – უთხრა სალაძემ რუსთავი 2-ს.

იუსტიციის უმაღლესი საბჭოს მდივანი, გიორგი მიქაუტაძე აცხადებს, რომ  საკითხზე ინფორმაციას არ ფლობს და მიიჩნევს, რომ მეტი კონკრეტიკაა საჭირო.

„პირველად მესმის საერთოდ. რა გიპასუხოთ არ ვიცი. ცოტა უფრო სრულყოფილი ინფორმაცია უნდა მომაწოდოთ და აუცილებლად გაგცემთ პასუხს და ისე რას ნიშნავდა ვერ გეტყვით,“-განაცხადა გიორგი მიქაუტაძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები