LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უხერხულია იმის თქმა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ აპლიკაციის ფორმა სწორად ვერ შეავსო – ჯანდაცვის სამინისტრო კოვაქსისგან განმარტებებს ითხოვს

118
gabunia

ჯანდაცვის მინისტრის პირველი მოადგილის თამარ გაბუნიას განცხადებით, სამინისტრომ კოვაქს პლატფორმას მიმართა და მათგან დღეს გაკეთებულ განცხადებაზე განმარტებას ითხოვენ.

“დღეს გავრცელდა ინფორმაცია, რომ თითქოს საქართველომ არ და ვერ დააკმაყოფილა მზაობის მოთხოვნები. ჩვენ ნახევარი საათის წინ მივმართეთ კოვაქსს და ვითხოვეთ განმარტება იმ განცხადების, რომელიც გაჟღერდა, რადგან იმ წერილებში, რომელიც ჩვენ გვაქვს მიღებული კოვაქსისგან, მიზეზი გადავადების არის ცალსახად მითითებული ფაიზერის მიერ დამატებითი მოთხოვნის დაყენება, რაც სრულიად არ უკავშირდება ქვეყნის მზაობას”, – თქვა გაბუნიამ.

მასივე განცხადებით, უხერხულია იმის თქმა, რომ ჯანდაცვის სამინისტრომ ვერ შეავსო აპლიკაციის ფორმა სწორად:

„ის, რაც “ინტერპრესნიუსის” განცხადებაში წერია, იკითხება ცალსახად ისე, რომ ქვეყანამ ვერ შეასრულა ის მოთხოვნა, რომელიც დააყენა კოვაქსმა, რაც არ არის სწორი“, – აცხადებს გაბუნია.

კიდევ ერთი საკითხი, რაზეც თამარ გაბუნიამ ყურადღება გაამახვილა დაავადებათა კონტროლის ეროვნული ცენტრის დირექტორის, ამირან გამყრელიძის შესაძლო გადადგომის საკითხია. როგორც გაბუნია განმარტავს, გამყრელიძის გადადგომა არ იგეგმება.

“მე ვერ დავადასტურებ ვერანაირ პოზიციურ ცვლილებას ბატონ ამირანთან დაკავშირებით. ჩვენ გვაქვს ძალიან საქმიანი, კონსტრუქციული ურთიერთობა. ვერანაირ დაპირისპირებაზე ინფორმაციას ვერ დავადასტურებ.”-განაცხადა გაბუნიამ.

რატომ ვერ მიიღო საქართველომ „ფაიზერის“ ვაქცინა – კოვაქს პლატფორმის განმარტება

ამირან გამყრელიძის გადადგომა განიხილება: სერგო ჩიხლაძე

ჩვეულ რეჟიმში ვმუშაობ – ამირან გამყრელიძე თანამდებობის დატოვების შესახებ გავრცელებულ ინფორმაციას პასუხობს

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები