LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა” – კახა კალაძე “სინოფარმით” აიცრა

125
Untitled design (3)

თბილისის მერი კახა კალაძე კორონავირუსის საწინააღმდეგო ვაქცინით აიცრა.

კალაძემ “სინოფარმის” ვაქცინა ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში გაიკეთა.

ამის შესახებ დედაქალაქის მერმა ცოტა ხნის წინ სოციალურ ქსელ “ფეისბუქში” დაწერა და ვაქცინაციის ამსახველი ფოტოც გამოაქვეყნა:

“უხილავ მტერთან ბრძოლის ერთადერთი გზა ვაქცინაციაა. დღეს “სინოფარმით” ავიცერი ნ. ყიფშიძის სახელობის ცენტრალურ საუნივერსიტეტო კლინიკაში.” – წერს თბილისის მერი.

შეგახსენებთ, საქართველოში ვაქცინაციის პროცესი 15 მარტს დაიწყო. Stopcov.ge-ს მონაცემებით, ამ დროისთვის ქვეყანაში სულ აცრილია 93 305 ადამიანი, დღიურად აცრილთა რიცხვი 4 021-ია. სრულად ვაქცინირებულია 15 077 ადამიანი.