LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკიდურესად შეშფოთებული ვარ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის დაბომბვით – ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი

895
ატომურრრ

უკიდურესად შეშფოთებული ვარ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის გუშინდელი დაბომბვით, რაც ხაზს უსვამს ბირთვული კატასტროფის რეალურ საშიშროებას, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მოსახლეობის ჯანმრთელობას, გარემოს უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ, – აცხადებს გაერო-ს ატომური ენერგიის საერთაშორისო სააგენტოს დირექტორი რაფაელ გროსი. მისივე განცხადებით, მზად არის, უხელმძღვანელოს მისიას, რომელშიც გაერო-ს სააგენტოს ექსპერტები შევლენ, რათა უზრუნველყონ უსაფრთხოება ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურზე.

„ეს მისია გადამწყვეტ როლს შეასრულებს ბირთვული უსაფრთხოების სტაბილიზებაში, როგორც ეს იყო ჩერნობილის ატომურ ელექტროსადგურზე და სხვაგან უკრაინაში ბოლო თვეების განმავლობაში, სადაც ჩვენ მივაწოდეთ სასწრაფო საჭიროების აღჭურვილობა ბირთვული უსაფრთხოებისთვის“, – განაცხადა გროსიმ.

მან აღნიშნა, რომ სააგენტოს ინსპექტორები ამ მისიის განმავლობაში შეძლებენ ქარხანაში მნიშვნელოვანი შემოწმების ჩატარებას და შეეძლებათ, მიაწოდონ მიუკერძოებელი და დამოუკიდებელი ინფორმაცია ატომური ელექტროსადგურის მდგომარეობის შესახებ. სააგენტოს დირექტორმა მკაცრად დაგმო გუშინ ატომური ელექტროსადგურის მიმდებარე ტერიტორიის დაბომბვა.

„უკიდურესად შეშფოთებული ვარ ევროპის უდიდესი ატომური ელექტროსადგურის გუშინდელი დაბომბვით, რაც ხაზს უსვამს ბირთვული კატასტროფის რეალურ საშიშროებას, რომელმაც შესაძლოა, საფრთხე შეუქმნას მოსახლეობის ჯანმრთელობას, გარემოს უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ. საომარი მოქმედებები, რომლებიც საფრთხეს უქმნის ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის უსაფრთხოებას, აბსოლუტურად მიუღებელია და თავიდან უნდა იყოს არიდებული ნებისმიერ ფასად. ნებისმიერი ცეცხლი ობიექტისკენ ან ობიექტიდან უტოლდება ცეცხლთან თამაშს პოტენციურად კატასტროფული შედეგებით“, – განაცხადა გროსიმ.

უკრაინული მხარის ცნობით, გუშინ რუსებმა სამი რაკეტა ისროლეს ზაპოროჟიეს ატომური ელექტროსადგურის მიმართულებით, რომლებიც სამრეწველო ობიექტთან ახლოს ჩამოვარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები