LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინა რუსეთის შემოჭრისთვის მზადაა – ზელენსკი

57
BeFunky-collage (2)

უკრაინის პრეზიდენტი აცხადებს, რომ რუსეთი უკრაინის საზღვართან სამხედროების გააქტიურებით დასავლეთის შეშინებას ცდილობს.

„მათ სურთ, რომ ჩვენ გვეშინოდეს, რომ დასავლეთს რუსეთის ძალის, მისი ძალაუფლების ეშინოდეს. სურთ, ტემპერატურა აწიონ ისეთ დონეზე, რომ აჩვენონ, დასავლეთის ქვეყნები უკრაინის მხარდაჭერაში ყოყმანობენ და სინამდვილეში ჩვენში პარტნიორს ვერ ხედავენ. ეს ერთგვარი გამოცდაა“.-  განაცხადა ვლადიმირ ზელენსკიმ.

ამასთან, ზელენსკი მიიჩნევს, რომ რუსეთის შეჭრა “ძალიან რეალური შესაძლებლობაა”, რისთვისაც უკრაინა ემზადება.

“ჩვენ ეს 2014 წლიდან ვიცით. ეს შეიძლება ყოველდღე მოხდეს. ისინი მზად არიან, მაგრამ ჩვენც ასევე მზად ვართ, რადგან ჩვენს მიწაზე, ტერიტორიაზე ვართ”, – აღნიშნა ზელენსკიმ.

ცნობისთვის, ვლადიმირ ზელენსკის წარმომადგენლის განცხადებით, რუსეთმა უკრაინის საზღვრებთან 40 ათასი სამხედრო განათავსა და ამდენივე რუსი ჯარისკაცი იმყოფება ყირიმშიც. პარალელურად, უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ მოუწოდა რუსეთს, გაიყვანოს ჯარი უკრაინის საზღვრებიდან.

ის, რომ უკრაინაში ფართომასშტაბიანი საბრძოლო მოქმედებების საშიშროება მაღალია, ამაზე რამდენიმე დღის წინ, ოფიციალური მოსკოვის გზავნილიდანაც გახდა ცნობილი. რუსეთის საგარეო საქმეთა სამინისტრო მუქარის შემცველ განცხადებაში კიევს მოუწოდებს, ნატოში გაწევრიანების სურვილზე უარი თქვას.

უკრაინის საზღვრებთან რუსეთის შეიარაღებული ძალების კონცენტრაციის საკითხი აშშ-ის სახელმწიფო მდივანმა, ენტონი ბლინკენმა ნატოს გენერალურ მდივანთან განიხილა სტოლტენბერგთან საუბრის შემდეგ ბლინკენმა ტვიტერზე დაწერა, რომ რუსეთმა უნდა შეწყვიტოს უკრაინის საზღვრებთან სამხედროების საშიში თავმოყრა და აგრესია.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები