შეჩერებული ფრენების შემდეგ, საქართველო იქნება ის პირველი ქვეყანა, რომელთანაც უკრაინა ავიამიმოსვლას აღადგენს. ამის შესახებ უკრაინის ინფრასტრუქტურის მინისტრმა, ვლადისლავ კრიკლიმ ფეისბუქის საკუთარ გვერდზე გუშინ დაწერა.

„უკვე 1 ივლისიდან ვგეგმავთ პირველი რეგულარული რეისის განხორციელებას საქართველოში. ჩვენ ასევე ვაგრძელებთ რეგიონული აეროპორტების განვითარებას, რადგან ვხვდებით, რომ ყველა საზღვარი ერთ დღეში ვერ გაიხსნება და მსოფლიო აღარ იქნება ისეთი, როგორიც კარანტინამდე იყო. დიახ, ივნისში ჩვენ ვგეგმავთ, ოდესაში აეროპორტის რეკონსტრუქციას, დნეპრის აეროპორტის მოდერნიზებას და სხვა”, – წერს უკრაინის  ინფრასტრუქტურის მინისტრი.

შეგახსენებთ, COVID-19-ის ეპიდემიამდე, საქართველო-უკრაინას შორის რეგულარულ ფრენებს 4 ავიაკომპანია ასრულებდა: Georgian Airways, SkyUp Airlines, FlyUIA, YanAir Airlines.

მარი მელიქიშვილი
ავტორი

მსგავსი თემები

რეკლამა: 0:05