LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ 24 რუსულ კომპანიასა და 76 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესა

52
shutterstock-1696906258

უკრაინის პრეზიდენტ ვლადიმერ ზელენსკის გადაწყვეტილებით, უკრაინის ეროვნული უსაფრთხოების დაცვის მიზნით 24 რუსულ კომპანიასა და 76 ფიზიკურ პირს სანქციები დაუწესდა.

სასანქციო სიაში ის კომპანიები მოხვდნენ, რომლებიც ქერჩის სრუტეში რუსეთის მიერ დაკავებულ ყირიმსა და რუსეთს შორის დამაკავშირებელი ინფრასტრუქტურის მშენებლობაში არიან ჩართულები.

რაც შეეხებათ ფიზიკურ პირებს, მათი უმეტესობა მაღალჩინოსნები არიან, რომლებიც ყირიმის ძალოვან უწყებებში მუშაობენ. სიაში ასევე მოხვდა 18 მოსამართლე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები