LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინამ ავღანეთიდან 83 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა

32
garibashvili-ukrainashi

22 აგვისტოს უკრაინის სამხედრო თვითმფრინავმა ქაბულიდან 83 ადამიანის ევაკუაცია მოახდინა. მათ შორის არიან ჟურნალისტები, აქტივისტები, ავღანელი ქალები და ბავშვები, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა, დმიტრო კულებამ.

„დღეს უკრაინის სამხედრო თვითმფრინავმა ქაბულიდან წამოიყვანა 83 პირი, 31 უკრაინელი, ასევე უცხოელები – რადიო თავისუფალი ევროპა/რადიო თავისუფლების, „უოლ სტრიტ ჯორნალის“, „იუ-ეს ტუდეის“ ჟურნალისტები, უფლებადამცავები, ავღანელი ქალები და ბავშვები, კიევში ისინი უსაფრთხოდ არიან. ჩვენ არ მივატოვებთ ჩვენს ხალხს და სხვებსაც ვეხმარებით. ვმუშაობთ შემდგომ ევაკუაციაზე“, – განაცხადა უკრაინის საგარეო საქმეთა მინისტრმა ტვიტერში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები