LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში არჩევნების მეორე ტური 2 კვირაში დაინიშნება

337
shutterstock_194880962

უკრაინის ცენტრალური საარჩევნო კომისიის თავმჯდომარის, ტატიანა სლიპაჩუკის განცხადებით, საპრეზიდენტო არჩევნებმა მშვიდად და დემოკრატიულად ჩაიარა.

როგორც სლიპაჩუკი ამბობს, არჩევნებზე ამომრჩეველთა 12 პროცენტი არ მივიდა. მისივე ინფორმაციით, არჩევნების მეორე ტური ორ კვირაში დაინიშნება.

„ხმათა უმრავლესობა, 60%-ზე მეტი უკვე დათვლილია, მათ შორის სხვა ქვეყნების მონაცემები. არჩევნებზე ამომრჩეველთან თითქმის 12 პროცენტი არ მივიდა. მიუხედავად იმისა, რომ იყო საუბრები, თითქოს გარკვეულ უბნებზე ძალისმიერი მეთოდები და ხარვეზები დაფიქსირდა, საბოლოო ჯამში, არჩევნებმა მშვიდ ვითარებაში და დემოკრატიულად ჩაიარა,“- აღნიშნა სლიპაჩუკმა.

უკრაინაში საპრეზიდენტო არჩევნების მეორე ტური მსახიობ და შოუმენ ვლადიმირ ზელენსკისა და მოქმედ პრეზიდენტ, პეტრო პოროშენკოს შორის გაიმართება.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები