LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში კიდევ ერთი ქართველი დაიღუპა – რას წერს ბერდია ჯოხაძის და

898
უკრაინაში გარდაცვლილი ქართველი

უკრაინაში, ოკუპანტებთან ბრძოლას კიდევ ერთი ქართველი სამხედრო, ბერდია ჯოხაძე ემსხვერპლა. ინფორმაციას ჯარისკაცის ოჯახი ადასტურებს.

არსებული ინფორმაციით, მებრძოლი ხერსონში, რუსი ოკუპანტების მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად გამოწვეული გართულებებით გარდაიცვალა.

ოჯახი ამბობს, რომ მებრძოლს საქართველოში 19 აგვისტოს, პარასკევს 10:00 საათზე ჩამოასვენებენ. სამოქალაქო პანაშვიდი ქაშუეთის ეკლესიაში, 12:00-დან – 20:00 საათამდე გაიმართება.

გარდაცვლილი მებრძოლის და, ბელა ჯოხაძე სოციალურ ქსელში წერს:

„ჩემი ძმა, ბერდია ჯოხაძე, უკრაინაში, კერძოდ ხერსონის ოლქში მიმდინარე საბრძოლო მოქმედებების დროს, მტრის მიერ ქიმიური იარაღის გამოყენების შედეგად განვითარებული გართულებების გამო გარდაიცვალა 12 აგვისტოს.
დიდი მადლობა მინდა გადავუხადო უკრაინისა და საქართველოს მთავრობის წარმომადგენლებს, ჩემი ძმის თანამებრძოლებს, მეგობრებსა და ახლობლებს, გვერდში დგომისათვის და ჩემი ძმის სამშობლოში დროული გადმოსვენებისთვის.
19 აგვისტოს, პარასკევს 10:00 საათზე თბილისის აეროპორტში დავხვდებით და გადმოვასვენებთ ქაშუეთის ეკლესიაში. პანაშვიდი გაიმართება 12:00-დან – 20:00 საათამდე.
ვისაც სურვილი გაქვთ შეგიძლიათ მობრძანდეთ და პატივი მიაგოთ მის სულს“. – წერს ბელა ჯოხაძე სოციალურ ქსელში.

ცნობისთვის, 24 თებერვლის შემდეგ, უკრაინაში საბრძოლო მოქმედებებს უკვე 18 ქართველი მებრძოლი ემსხვერპლა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები