LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობაზე და ეკონომიკაზე – შარლ მიშელი

28
შარლ მიშელი

ევროპული საბჭოს პრეზიდენტმა შარლ მიშელმა ევროკავშირის საბჭოს წევრებს 6-7 ოქტომბერს დაგეგმილი სამიტის წინ წერილი გაუგზავნა. როგორც მან აღნიშნა, რუსეთის ომის დრამატული შედეგების გათვალისწინებით, რომელიც გავლენას ახდენს ევროპის ქვეყნებზე, შევთანხმდით, რომ შევქმნათ ევროპული პოლიტიკური თანამეგობრობა ევროპის კონტინენტის ქვეყნების გაერთიანებისა და პოლიტიკური კოორდინაციის პლატფორმის უზრუნველსაყოფად.

მიშელის განცხადებით, ამბიცია არის ლიდერების თანაბარ პირობებში შეკრება, პოლიტიკური დიალოგისა და თანამშრომლობის ხელშეწყობა საერთო ინტერესის საკითხებზე, რათა წარიმართოს ერთობლივი მუშაობა მთლიანად ევროპის უსაფრთხოების, სტაბილურობისა და კეთილდღეობის განმტკიცებაზე.

„სხვადასხვა შეხვედრის დროს, რომლებიც დაგეგმილია, გექნებათ შესაძლებლობა, განიხილოთ ისეთი თემები, როგორიცაა მშვიდობა და უსაფრთხოება, ეკონომიკური მდგომარეობა, ენერგეტიკა და კლიმატი, მიგრაცია და მობილურობა. ევროპის პოლიტიკური გაერთიანების ოფიციალური წერილობითი შედეგი არ არის გათვალისწინებული. უკრაინაში ომი დრამატულ გავლენას ახდენს ევროპის ენერგეტიკულ მდგომარეობაზე და გავლენას ახდენს ჩვენს ეკონომიკაზე. ჩვენი უპირველესი მიზანია, უზრუნველვყოთ გარანტირებული მიწოდების უსაფრთხოება და ენერგიის ხელმისაწვდომობა ჩვენი ოჯახების, ბიზნესებისთვის. განსაკუთრებით ზამთრის სიცივის მოახლოებისას“, – აღნიშნულია შარლ მიშელის წერილში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები