კრიმინალური ავტორიტეტი ზედმეტსახელად „ნუკრი გალსკი“ კიევის დედაქალაქში აიყვანეს

უკრაინაში ქართველი ე.წ. კანონიერი ქურდი დააკავეს. როგორც ადგილობრივი პოლიცია იუწყება, კრიმინალური ავტორიტეტი მეტსახელად „ნუკრი გალსკი“, კიევში აიყვანეს. ის საქართველოს მოქალაქეა და უკრაინაში კრიმინალური დაჯგუფებების ხელმძღვანელობას და გავლენების სფეროების განაწილებას აპირებდა.

პოლიციის ინფორმაციით, მას აკრძალული ჰქონდა უკრაინაში შესვლა, თუმცა კიევში ჩასვლა მაინც მოახერხა. ის შევჩენკოვსკოს რაიონში დააკავეს. გამოძიებამ დაადგინა, რომ მას უკრაინაში მოქმედ სხვა კრიმინალურ ავტორიტეტებთან ჰქონდა კავშირი, ნასამართლევია საქართველოსა და რუსეთშიც.

„ნუკრი გალსკი“ უკრაინის ტერიტორიიდან უკვე გააძევეს.

ტეგები: ე.წ. კანონიერი ქურდები უკრაინა

მსგავსი თემები