LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში სრულად ვაქცინირებული მოქალაქეები სახელმწიფოსგან 1000 გრივნას მიიღებენ

70
1

უკრაინის პრეზიდენტი ქვეყნის მოქალაქეებს ჰპირდება, რომ სრულად ვაქცინირებული ყველა ადამიანი 1 000 გრივნას (38 დოლარი)  მიიღებს.

“კომპენსაციის” შესახებ ვოლოდიმერ ზელენსკიმ გუშინ, ვიდეომიმართვაში ისაუბრა.

ორი დოზით აცრილი მოქალაქეები თანხას სპეციალური აპლიკაციის – Diya-ს საშუალებით მიიღებენ.

პრეზიდენტის ადმინისტრაციის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში აღნიშნულია, რომ ეკონომიკური პროგრამა ხორციელდება შემოქმედებითი, სპორტული და სატრანსპორტო სექტორების მხარდასაჭერად.

უკრაინის მოქალაქეები შეძლებენ მიღებული თანხა გამოიყენონ სპორტდარბაზებში, თეატრებსა და კინოთეატრებში, ასევე ქვეყნის მასშტაბით სამოგზაუროდ, ბილეთების შესაძენად.

ინიციატივა ასევე ვაქცინაციის ტემპის ზრდას ემსახურება.

იმუნიზაციის პროცესის დაწყებიდან დღემდე, 42 მილიონიან ქვეყანაში სრულად ვაქცინირებულია მოსახლეობის 19.8 %.

პანდემიის დაწყებიდან დღემდე, უკრაინაში აღირიცხა ინფიცირების 3 244 749 შემთხვევა, გარდაიცვალა 77 985 ადამიანი.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები