LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინაში ყველა მიმართულებით მსჯელობენ და მზად არიან ნებისმიერი ვერსია განიხილონ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გასაყვანად: კორძაია

462
1

ოპოზიციონერი დეპუტატი თამარ კორძაია აცხადებს, რომ უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლები ექსპრეზიდენტ მიხეილ სააკაშვილის რუსთავის ციხიდან გაყვანის შესაძლო ვარიანტებზე მსჯელობენ.

როგორც კიევში ოფიციალური ვიზიტით მყოფი კორძაია ამბობს, სააკაშვილის სრულფასოვანი მკურნალობა ციხის გარეთ და უცხოეთში უნდა მოხდეს:

“ყველა მიმართულებით მსჯელობენ და მზად არიან ნებისმიერი ვერსია განიხილონ, რათა მოხდეს მიხეილ სააკაშვილის გამოყვანა რუსთავის მე-12 დაწესებულებიდან.

სრულფასოვანი მკურნალობა უნდა მოხდეს ციხის გარეთ და უცხოეთში. მათ ზუსტად იციან, განსაკუთრებით კი უკრაინის სახალხო დამცველმა, ქალბატონმა დენისოვამ, რომ აქ, ამ ვითარებაში, რუსთავის მე-12 დაწესებულებაში, როგორი პირობებიც უნდა შეუქმნას მას საქართველოს ხელისუფლებამ, შეუძლებელია მიხეილ სააკაშვილის ჯანმრთელობის რეაბილიტაცია სრულფასოვნად განხორციელდეს.

ყველა შეთანხმებულია იმასთან დაკავშირებით, რომ დაკავების დღიდან, სააკაშვილის მიმართ ძალიან ბევრი პროცესუალური დარღვევა იყო. მიუხედავად იმისა, რომ რუსეთთან დაკავშირებით უკრაინაში მძიმე ვითარებაა, მიხეილ სააკაშვილი მაინც არის იმ ადამიანებისთვის პრიორიტეტული. ისინიც აღშფოთებული არიან იმ ფაქტით, რაც სახელმწიფო ინსპექტორთან მიმართებაში მოხდა”, – აცხადებს კორძაია.

შეგახსენებთ, დეპუტატები თამარ კორძაია და ლევან ბეჟაშვილი მიხეილ სააკაშვილის საქმეზე უკრაინის ხელისუფლების წარმომადგენლებთან მოლაპარაკებებს მართავენ. პირველი ვიზიტის ფარგლებში კი უკრაინის სახალხო დამცველს, ლუდმილა დენისოვას შეხვდნენ. 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები