LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელებმა, ერთ დღეში, რუსების 4 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი, 2 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს

123
რუსული ტექნიკა

უკრაინული მედია საჰაერო ძალების პრესსამსახურზე დაყრდნობით იტყობინება, რომ უკრაინელმა სამხედროებმა, ერთ დღეში, რუსების 4 თვითმფრინავი, 1 ვერტმფრენი, 2 უპილოტო საფრენი აპარატი და 2 ფრთოსანი რაკეტა გაანადგურეს.

მათივე ცნობით, 27 მარტს დილით ხარკოვის ოლქში ჩამოაგდეს ერთი თვითმფრინავი, სავარაუდოდ სუ-34 გამანადგურებელი, ხოლო კიევის ოლქში ჩამოაგდეს ვერტმფრენი და უპილოტო საფრენი აპარატი.

„ვითარების გამწვავება 22:00 საათზე დაიწყო – საჰაერო იერიშის მაუწყებელი სირენების ხმა მთელი ქვეყნის მასშტაბით გაისმა.

რუსმა დამპყრობლებმა განახორციელეს მასიური საჰაერო იერიში კიევის ოლქის ჩრდილოეთით, სადაც მათ ერთდროულად დაკარგეს სამი თვითმფრინავი.

რუსები უკრაინის რამდენიმე ინფრასტრუქტურულ ობიექტს ფრთოსანი რაკეტებით დაესხნენ თავს, საჰაერო თავდაცვამ ორი მათგანი ჩამოაგდო,“- აღნიშნულია ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები