LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელებმა, რუსი ოკუპანტებისგან ლუგანსკის ოლქში 13 დასახლება გაათავისუფლეს

39
უკრაინელი სამხედროები

უკრაინელებმა, რუსი ოკუპანტებისგან ლუგანსკის ოლქში 13 დასახლება გაათავისუფლეს. ინფორმაციას ლუგანსკის ოლქის რეგიონული სამხედრო ადმინისტრაციის ხელმძღვანელის პირველი მოადგილე, ალექსი სმირნოვი ავრცელებს.

სმორნოვის თქმით, გათავისუფლებულ ტერიტორიაზე განაღმვითი სამუშაოები იქნება ჩასატარებელი.

„ამჟამად, ლუგანსკის რეგიონში 13 დასახლებული პუნქტი დეოკუპირებულია. ასე რომ, მალე საჭირო იქნება აქ განაღმვითი სამუშაოები, რათა უსაფრთხოდ მივაწოდოთ მოსახლეობას სოციალური სერვისები და განაახლონ ძირითადი სასიცოცხლო სისტემების მუშაობა“, – თქვა ალექსეი სმირნოვმა.

ცნობისთვის, ერთ კვირაში ლუგანსკის რეგიონში, ოკუპანტების ერთ-ერთმა ქვედანაყოფმა მებრძოლთა 70%-მდე დაკარგა.