LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინელმა დეპუტატმა რუსი ჟურნალისტები გამოლანძღა: უნდა გრცხვენოდეთ თქვენი ნაძირალა პრეზიდენტის გამო

3619
ukraineli deputati

უკრაინელი დეპუტატი ალექსეი გონჩარენკო, რომელსაც დღეს ევროსაბჭოში რუსეთთან დაკავშირებით, ემოციური და კრიტიკული გამოსვლა ჰქონდა, რუს ჟურნალისტებსაც მიადგა.

რუსმა ჟურნალისტებმა, მას კომენტარი სთხოვეს დღევანდელ გამოსვლასთან დაკავშირებით. გონჩარენკომ განაცხადა, რომ პუტინი შანტაჟისტია, რომელიც მანიპულირებს თავისი ხალხით, ფულით…  

როდესაც პუტინი დაიწყებს ხოცვას, სისხლი თქვენს ხელებზეც იქნება [ვიდეო]

უკრაინელი დეპუტატის ძალიან ემოციური გამოსვლა რუსეთის წინააღმდეგ.

ამ პასუხის შემდეგ ჟურნალისტმა მას კომენტარი გააწყვეტინა, რის გამოც გონჩარენკომ პროპაგანდისტი უწოდა:

“თქვენ პროპაგანდისტები ხართ – პროპაგანდისტების ჯგუფი. ყველანი წარსდგებით ჰააგის ტრიბუნალზე. მე სიმართლეს გესაუბრებით, მაგრამ თქვენთვის სიმართლე უხეშობაა. იმიტომ გამოგიშვეს, რომ პროპაგანდისტები ხართ” – უთხრა მან რუსეთის პირველი არხის ჟურნალისტს და დღევანდელი სიტყვები რუსულ კამერებთანაც გაიმეორა:

“თქვენს გაშლილ ხელებში: გაზი “ნოვიჩოკია” მოსაწამლად, “ბუკი” იმისთვის, რომ ჩამოაგდოთ თვითმფრინავები და სისტემა “გრადი” გასანადგურებლად. თქვენ ხალხის სისხლს ღვრით. თქვენ უნდა გრცხვენოდეთ, თქვენს შვილებს უნდა რცხვენოდეთ თქვენს გამო; თქვენი ნაძირალა პრეზიდენტის გამო, მისი მსახურობის გამო…

და ყველას უნდა რცხვენოდეს, ვინც ხმა მისცა იმას, რომ თქვენ აქ სანქციების გარეშე იყოთ. არ ვაპირებ აქ ჯდომას და ტირილს, როგორ დაუშვეს ეს. იმ სისხლს რომელსაც დაღვრით, მათ ხელებზე იქნება. სამწუხაროდ ასე იქნება, თქვენს პრეზიდენტს სისხლის გარეშე არ შეუძლია. მას უნდა მოკლას სირიაში, უკრაინაში, საქართველოში ან თუნდაც დიდ ბრიტანეთში, მისთვის მთავარია მოკლას, სად, მნიშვნელობა არ აქვს. ის მომავალშიც მოკლავს და ეს ყველაზე ცუდი რამაა რაც დღეს მოხდა. და თქვენ ამის გამო, ცოტათი მაინც უნდა გრცხვენოდეთ. თქვენ ზრდასრული ხალხი ხართ, არ გრცხვენიათ, იმის გამო, რომ ის ჩვენს შვილებს კლავს?! იცით, რომ ის მას კლავს? იცით, რომ უამრავი ადამიანი ციხეში ჰყავს არაფრის გამო?”

ჟურნალისტებთან ინციდენტისას, გონჩარენკოსთან რუსი დეპუტატებიც მივიდნენ და მას დამშვიდებისკენ მოუწოდეს. უკრაინელმა დეპუტატმა მათაც ნაძირლები უწოდა და უთხრა, რომ ისინი პუტინთან ერთად ჰააგის სასამართლოში აუცილებლად, ძალიან მალე წარსდგებიან.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები