LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინიდან საქართველოს მიმართულებით რიგი რეისები აღარ შესრულდება

152
flight1200

COVID-19-ის გამო შექმნილი არასტაბილური გარემოს ფონზე, უკრაინული ავიაკომპანია SkyUp Airlines-ი ზაფხულის გეგმებს ცვლის. კერძოდ, როგორც „ავიანიუსი“ იუწყება, უკრაინელებისთვის რიგი ქვეყნების საზღვრები ჩაკეტილია, რის გამოც SkyUp Airlines-ი იძულებულია, ზაფხულის მიმართულებების კორექტირება მოახდინოს.

კორექტირება ეხება საქართველოს მიმართულებასაც. როგორც SkyUp Airlines-ის განცხადებიდან ირკვევა, ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ავიაკომპანია რეგულარულ რეისებს აღარ შეასრულებს შემდეგ მიმართულებებზე: ლვოვი – ბათუმი – ლვოვი, ზაპოროჟიე – ბათუმი – ზაპოროჟიე, ოდესა – ბათუმი – ოდესა, ოდესა – თბილისი – ოდესა, ხარკოვი – თბილისი – ხარკოვი.

რაც შეეხება კიევის მიმართულებას, „ავიანიუსის“ ცნობითვე, SkyUp Airlines-ის განცხადებაში კიევი-თბილისი-კიევის და კიევი-ბათუმი-კიევის მიმართულებაზე საუბარი არ არის. სავარაუდოდ, ავიაკომპანიას იმედი აქვს, რომ აღნიშნულ მიმართულებაზე ზაფხულის სანავიგაციო პერიოდში ოპერირებას მოახერხებს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები