LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის ელჩს დავიბარებთ, რატომ ერევა ჩვენს საქმეებში მათი მაღალჩინოსანი – დავით ზალკალიანი

134
zalkaliani

მთავრობის ადმინისტრაციაში გამართული სხდომის შემდეგ მინისტრებმა განცხადებები გააკეთეს და მედიის კითხვებს უპასუხეს. საგარეო საქმეთა მინისტრმა სხვა საკითხებს შორის ისაუბრა ქვეყნის შიდა პოლიტიკურ პროცესებზე და აღნიშნა, რომ უკრაიინის მაღალჩინოსანის საქართველოს პოლიტიკაში ჩარევის მცდელობას ელჩთან გაარკვევს.

ზალკალიანის განცხადებით, უწყებაში, საქართველოში უკრაინის ელჩს დღესვე დაიბარებენ. მინისტრმა კიდევ ერთხელ განმარტა უკრაინიდან ელჩის გამოწვევის მიზეზი. კონკრეტულად კი საქმე ეხება მიხეილ სააკაშვილის ბოლო განცხადებას, სადაც ექსპრეზიდენტი აცხადებს, რომ საქართველოში წინასაარჩევნო პროცესსი წინა ხაზზე ყოფნას აპირებს.

„წელს გადაწყდება, ვიქნებით თუ არა ივანიშვილის მონები“ – ყოფილი პრეზიდენტი

“მე მაინტერესებს ჩვენი უკრაინელი კოლეგებისგან და ამის შესახებ გვექნება საუბარი. ელჩს დავიბარებთ დღეს საგარეო საქმეთა სამინისტროში და მოვთხოვთ განმარტებებს, რადგან ეს არის აშკარად პირდაპირი ჩარევა უცხო ქვეყნის მაღალჩინოსნის და მათ შორის არა უბრალოდ სხვა ქვეყნის, არამედ სტრატეგიული პარტნიორის. სწორედ ამის შესახებ ვაფრთხილებდით ჩვენ უკრაინელ კოლეგებს, რომ ადამიანი, რომელიც ინიშნება ერთ-ერთ მაღალ თანამდებობაზე და რომელიც არის ძებნილი და რომელსაც ქართული მართლმსაჯულება 4 დამოუკიდებელი ქეისით თხოვს პასუხს, სწორედ ამ მიმართულებით იყო მოლოდინი, რომ ის გააგრძელებდა საქართველოს შიდა პოლიტიკაში ჩარევას. სწორედ გამომდინარე იქიდან, რომ ჩვენი სტრატეგიული პარტნიორობა არ ივალისწინებს ამას, ეს იყო გართხილება და ეს იყო ჩვენი წუხილი იმასთან დაკავშირებით, რა მოქმედებაც მივიღეთ და რის გამოც ელჩი გამოვიწვიეთ”, – განაცხადა დავით ზალკალიანმა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები