LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე ვერ შევთანხმდით იმის გამო, რომ ვერსია, რომელიც დღეს განიხილებოდა და ძალიან ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან, უარყოფილი იქნა „ქართული ოცნების“ მიერ: ბადრი ჯაფარიძე

60
1619027527-ბადრი-ჯაფარიძე

„ლელოს“ ერთ-ერთმა ლიდერმა ბადრი ჯაფარიძემ განაცხადა, რომ ვერ ვერ შედგა შეთანხმება მმართველ ძალასა და ოპოზიციურ ფრაქციებს შორის – უკრაინის მხარდამჭერი რეზოლუციის ტექსტზე.

“ვერ შევთანხმდით იმის გამო, რომ ვერსია, რომელიც დღეს განიხილებოდა და ძალიან ახლოს ვიყავით შეთანხმებასთან, ეს ვერსია იქნა უარყოფილი „ქართული ოცნების“ მიერ და ისინი დაუბრუნდნენ თავდაპირველ ვერსიას, რომლის ირგვლივაც ჩვენ შეთანხმება არ გვქონდა „ქართულ ოცნებასთან”,-აღნიშნა ჯაფარიძემ.

მისი თქმით, ოპოზიციური ფრაქციები სამოქმედო გეგმას მალე წარადგენენ.

„ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა თავდაპირველი ვერსია, რომლის გაუმჯებესებული ვარიანტი იყო დღეს განხილული და კვლავ თავდაპირველი ვერსია წარმოადგინა, რამაც აღარ მოგვცა საშუალება ვიყოთ თანაინიციატორები იმ ვერსიის, რომელიც „ქართულმა ოცნებამ“ წარმოადგინა. ჩვენ, ოპოზიციური ფრაქციები ვიმსჯელებთ შემდგომ ნაბიჯებთან დაკავშირებით როგორ ვიმოქმედოთ ამ ვითარებაში. სამწუხაროა, რომ ვერ შედგა შეჯერება მმართველ ძალასა და ოპოზიციურ ფრაქციებს შორის. შესაძლებელია დავაინიციროთ ცალკე, შესაძლოა კომიტეტზე მოვითხოვოთ ცვლილების შეტანა ამ ტექსტში, ამიტომ სხვადასხვა ვერსიებია, ამიტომ მოგვეცით დრო, რომ ვიმუშაოთ ოპოზიციურმა ფრაქციებმა“, – განაცხადა ჯაფარიძემ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები