LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის მოქალაქეები ბორის ჯონსონის უკრაინის პრემიერად დანიშვნას ითხოვენ

154
შალვა-ბედოიძე-4

უკრაინის პრეზიდენტის ოფიციალურ ვებგვერდზე აიტვირთა პეტიცია, რომლის მიხედვით, მოქალაქეები ბორის ჯონსონის უკრაინის პრემიერ-მინისტრად დანიშვნას ითხოვენ.

„გთხოვთ, განიხილოთ ბორის ჯონსონისთვის უკრაინის მოქალაქეობის მინიჭების შესაძლებლობა და წარადგინოთ მისი კანდიდატურა უკრაინის პრემიერ-მინისტრის თანამდებობაზე. გადაწყვეტილების დადებითი ასპექტები: ბორის ჯონსონის მსოფლიო მხარდაჭერა; მკაფიო პოზიცია უკრაინაში სამხედრო შეჭრის წინააღმდეგ; განათლება პოლიტიკურ, ფინანსურ და სამართლებრივ სფეროებში“, – აღნიშნულია პეტიციის ტექსტში.

ვოლოდიმირ ზელენსკიმ პეტიცია რომ განიხილოს, ინიციატივამ სულ მცირე 25 000 ხმა უნდა მოაგროვოს.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები