LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის პრეზიდენტმა გადაწყვიტა მოქალაქეებს ახალი ამბები თავად გააცნოს

166
vladimirzelenski

ვოლოდიმირ ზელენსკიმ, რომელსაც კორონავირუსი აქვს და კლინიკაში იმყოფება, ფეისბუკზე ვიდეომიმართვა გამოაქვეყნა.

ზელენსკი ამბობს, თავს კარგად გრძნობს. უკრაინის პრეზიდენტის თქმით, გვიან ღამით უყურა სატელევიზიო ახალ ამბებს და აღმოაჩინა, რომ სხვადასხვა გავლენიანი ბიზნესმენების და პოლიტიკოსების ტელეარხებზე კარგი ახალი ამბები ან არ არის, ან პოზიტივი ნეგატივადაა გადაქცეული.

ზელენსკის განცხადებით, ტრადიციის მიუხედავად მას, როგორც უკრაინის პრეზიდენტს არ აქვს საკუთარი არხები და მედიასაშუალებები, ამიტომ გადაწყვიტა სამუშაო დღის მოვლენები ხალხს თავად მოუყვეს, შუამავლების, მანიპულაციების და ტყუილის გარეშე.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები