LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის საგარეო უწყებამ პუტინის ყირიმში ვიზიტის გამო, რუსეთს საპროტესტო ნოტა გადასცა

67
ukrainissagareo

უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტრომ ვლადიმერ პუტინის ანექსირებულ ყირიმში ვიზიტის გამო რუსეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გადასცა.

„პუტინის ყირიმში და სევასტოპოლში ვიზიტთან დაკავშირებით რუსეთის საგარეო უწყებას საპროტესტო ნოტა გადაეცა,“ – ნათქვამია უკრაინის საგარეო საქმეთა სამინისტროს განცხადებაში.

უკრაინის საგარეო უწყებაში ასევე აღნიშნეს, რომ პუტინისა და სხვა რუსი მაღალჩინოსნების ვიზიტს ყირიმში რუსეთის მიერ უკრაინის სახელმწიფო სუვერენიტეტისა და ტერიტორიული მთლიანობის უხეშ დარღვევად მიიჩნევენ.

ვლადიმერ პუტინი ნახევარკუნძულს გუშინ ესტუმრა. რუსული მედიის ცნობით, სტუმრობა ყირიმის „რუსეთის შემადგენლობაში შესვლის“ ხუთ წლისთავთან იყო დაკავშირებული.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები