LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინის უშიშროების სამსახური: ქვეყანაში რუსების უკანონო ლეგალიზაციის მასშტაბური არხი აღმოიფხვრა

58
უკრაინის უშიშროება

უკრაინის უშიშროების სამსახურის ინფორმაციით, ქვეყანაში უცხოელების, კერძოდ რუსების ლეგალიზაციის უკანონო არხი გამოავლინეს.

უწყების ცნობით, ორგანიზებული ჯგუფი ქვეყანაში შესული არალეგალებისთვის დროებით, ან მუდმივი ბინადრობის ნებართვებს და ლტოლვილობის მოწმობებს ამზადებდა. აღნიშნული საბუთებით არალეგალებს გარანტირებული ჰქონდათ კიევსა და ლვოვში დასაქმებაც.

დაკავებულია დანაშაულებრივი სქემის ორგანიზატორი და მისი თანამზრახველი. ისინი კიევში აიყვანეს.

როგორც გავრცელებულ ინფორმაციაში ვკითხულობთ, ორგანიზებული ჯგუფი მომსახურებაში 1 ადამიანისგან 10-15 000 დოლარამდე თანხას იღებდა. მათი კლიენტები კი ძირითადად სწორედ რუსები და მაღალი ტერორიზმის საფრთხის მქონე ქვეყნების მოქალაქეები იყვნენ.

SBU-ს ცნობით, არსებობდა საფრთხე, რომ რუსული სპეცსამსახურები უკრაინაში შესვლის შემდეგ, არალეგალებს უკრაინის წინააღმდეგ, დივერსიული ქმედებებისთვის გამოიყენებდნენ.

„გარდატეხის პირველ შედეგებს, სავარაუდოდ, ამ წლის აგვისტოში მიაღწევენ“– გენერალ ბუდანოვის პროგნოზი რუსეთის გეგმების შესახებ

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები