LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უკრაინულმა მხარემ, სამხრეთ ფრონტზე 41 დამპყრობელი და რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა – უკრაინული მედია

167
ტანკი

უკრაინული მედიის ინფორმაციით, გასული დღის განმავლობაში უკრაინულმა მხარემ, სამხრეთ ფრონტზე 41 დამპყრობელი და რუსული სამხედრო ტექნიკა გაანადგურა. როგორც ცნობილია, ავიაციის საშუალებით განადგურდა რუსული საბრძოლო მასალის საწყობები და სამეთაურო პუნქტიც.

„გასულ დღეს უკრაინულმა ავიაციამ მტრის პოზიციებზე 6 იერიში მიიტანა. გარდა ამისა, უკრაინულმა ბომბდამშენებმა მიკოლაევის ოლქში, ბაშტანკას რაიონში რუსული საბრძოლო მასალის ორ საწყობსა და აღჭურვილობაზე განახორციელეს იერიში. უკრაინის შეიარაღებულმა ძალებმა რუსული თვითმფრინავი Eleron-3 ჩამოაგდეს, როდესაც ოკუპანტებმა მიკოლაევის რაიონში საჰაერო დაზვერვის ჩატარება სცადეს. ხერსონის რაიონში კი – უკრაინელმა დამცველებმა რუსეთის საზღვაო ძალების სანაპირო დაცვის ჯარების 126-ე ბრიგადის სამეთაურო პუნქტს ცეცხლი გაუხსნეს“, – წერია მედიის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები