LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

„უკვე დროა“ – ჯერარდ ბატლერი სერიოზულ ურთიერთობებზე ალაპარაკდა

158

“გეოშტორმის“ პრემიერაზე მისულმა ჯერარდ ბატლერმა ჟურნალისტების რამდენიმე კითხვას გულახდილად უპასუხა და განაცხადა, რომ ამ ეტაპზე მას პირადი ცხოვრება არ გააჩნია, რადგან ფილმებით არის დაკავებული, თუმცა მსახიობმა არ უარყო, რომ მომავალში პრიორიტეტბს გადახედავს:

„მინდა, პირად ცხოვრებას უფრო მეტი დრო დავუთმო, ვიდრე კარიერას. მინდა, რომ უახლოესი ხუთი წლის მანძილზე სერიოზული ურთიერთობები მქონდეს. მოხარული ვიქნებოდი, თუკი ერთი ან ორი შვილიც მეყოლებოდა – უკვე დროა“.

შეგახსენებთ, რომ მსახიობი არასოდეს ყოფილა დაქორწინებული და არ ჰყავს შვილები. ცოტა ხნის წინ, მან ურთიერთობა მორგან ბრაუნთან დაასრულა, რომელსაც 2 წელი ხვდებოდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები