LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უკვე რამდენიმე საათია იზოლაციაში ვარ, თავს უკეთ ვგრძნობ” – შოთა არველაძე

188
13549

საქართველოს ნაკრების ყოფილ ფეხბურთელს, შოთა არველაძეს კორონავირუსი დღეს დაუდასტურდა.

არველაძე საკუთარი ჯანმრთელობის მდგომარეობის შესახებ სოციალურ ქსელში წერს და საზოგადოებას ატყობინებს, რომ თავს უკეთ გრძნობს.

ის მხარდამჭერებს მადლობას უხდის.

“უკვე რამდენიმე საათია იზოლაციაში ვარ და თავს უკეთ ვგრძნობ. ვკითხულობ თქვენს მესიჯებს და მადლობას გიხდით მხარდაჭერისთვის. ასევე, მადლობა მინდა ვუთხრა კატარის სახელმწიფოში საქართველოს საელჩოს და პირადად ელჩს, ნიკოლოზ რევაზიშვილს. ინფორმაციის გავრცელებისთანავე, დამიკავშირდა, განსაკუთრებული ყურადღება გამოიჩინა და ბევრ საკითხში დამეხმარა,”-წერს შოთა არველაძე სოციალურ ქსელში.

კორონავირუსი მაქვს, ასთმა არა - შოთა არველაძე

"ამჟამად იზოლაციაში ვარ, რეგულაციების სრული დაცვით".

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები