LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ულამაზესი ვიდეო აჭარიდან – კადრები, რომლებიც დაგარწმუნებთ, რომ ბათუმი აირჩიოთ

110
607437973

აჭარის ტურიზმის დეპარტამენტის ერთთვიანი ინტერნეტკამპანიააირჩიებათუმიულამაზესი ვიდეორგოლით სრულდება.  კლიპში, რომელიც ინტერნეტსივრცეში დღეს გავრცელდა, 15-ვე პერსონაჟი ერთადაა თავმოყრილი. ვიდეორგოლებში 15 ცნობილი ქართველი მსახიობი, მუსიკოსი, კომპოზიტორი, რეჟისორი, ტელეწამყვანი, ფოტოხელოვანი, მომღერალი, მწერალი, შოუმენი და მოდელი აჭარის სხვადასხვა საზღვაო კურორტთან/ტურისტულ ადგილთან დაკავშირებით თავიანთ ემოციებს იხსნებს და ადამიანებს აჭარაში დასვენებისკენ მოუწოდებს. კამპანია აგვისტოდან დაიწყო და მას სოციალურ ქსელში პოზიტიური გამოხმაურება მოჰყვა. (კამპანიის ვიდეორგოლების ნახვა მსურველებს შემდეგ ლინკზე შეუძლიათ – http://airchie.gobatumi.com/)

შეგახსენებთ, რომ აჭარის ტურიზმის დეპარტამენტი რეგიონის რეკლამირებას ქვეყნის მასშტაბით სექტემბრის ბოლომდე გააგრძელებს. რაც შეეხება აჭარის პოპულარიზაციას უცხოეთში, რეგიონის ტურისტულ შესაძლებლობებს სამიზნე ქვეყნებში წლის ბოლომდე გაეცნობიან.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები