LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

ულამაზესი წყვილები წითელ ხალიჩაზე – რომელია თქვენი ფავორიტი?

478

ნიუ-იორკის მეტროპოლიტენ-მუზეუმში კოსტიუმების ყოველწლიური ცერემონია გაიმართა, სადაც სტუმრებს შორის იყვნენ პოპულარული წყვილებიც. მათ შორის მედიის განსაკუთრებული ყურადღების ცენტრში დღეს ყველაზე განხილვადი წყვილები მოხვდნენ. ყველაზე დიდი ფურორი გამოიწვია ჯორჯ და ამალ კლუნების გამოჩენამ, მეუღლეები ღონისძიებას ერთად უკვე მეორედ ესწრებიან. თუ წინა წელს ამალ კლუნიმ არჩევანი წითელ ფერზე შეაჩერა, ამჯერად აქცენტი Richard Quinn-ის ყვავილებიან მოსაცმელზე გააკეთა, რომელიც კორსეტთან და შარვალთან ჰქონდა შეხამებული. ის ჯორჯ კლუნთან ერთად ხელჩაკიდებული პოზირებდა ფოტოგრაფებისთვის.

კიდევ ერთი პოპულარული წყვილი, ირინა შეიკი და ბრედლი კუპერი Met Gala-ზე ასევე ხელჩაკიდებულები მოვიდნენ. ცნობილი მოდელი ბრწყინავდა მდიდრულ ოქროსფერ კაბაში, რომელიც უამრავი თვლით, ორნამენტითა და პლისირებული დეტალით იყო გაფორმებული.

რაც შეეხება ჯენიფერ ლოპესსა და ალექს როდრიგესს, წყვილი უფრო თავდაჭერილი ჩანდა. ლოპესი „ბალმანის“ საღამოს კაბაში იყო გამოწყობილი. თვლებითა და ბუმბულით გაფორმებული ულამაზესი კაბა იმითაც იყო გამორჩეული, რომ მასზე უზარმაზარი ჯვარი იყო დატანილი, რომელიც უძვირფასესი, წითელი და ლურჯი თვლებთ იყო მორთული.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები