LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ ძალიან ვთხოვ“ – მოკლული დავით სარალიძის მამა პროკურატურას მიმართავს

109

ხორავას ქუჩაზე მოკლული მოზარდის, დავით სარალიძის მამა მთავარ პროკურორთან ირაკლი შოთაძესთან შეხვედრაზე თანახმაა, თუმცა როგორც ამბობს, შეხვედრის აზრს ვერ ხედავს. სარალიძის თქმით, ის მზად არის პროკურატურის შეთავაზება მიიღოს, თუ მას შესაძლებლობა ექნება მის წარმომადგენლებთან ერთად მივიდეს შეხვედრაზე.

„ულტიმატუმებს ნუ მიყენებენ ძალიან ვთხოვ. უკანონო ადვოკატიო, უკანონობა მალხაზ კაპანაძემ თვითონ ჩაიდინა. ჩემს მიერ წარმოდგენილ პიროვნებებთან ერთად ნებისმიერ ადამიანთან შესახვედრად მზად ვარ,“ – აცხადებს სარალიძე.

დღეს ზაზა სარალიძე საქართველოს პრეზიდენტის ადმინისტრაციის წარმომადგენლებს შეხვდა.

შეხვედრა საათზე მეტხანს გაგრძელდა და მასში სარალიძესთან ერთად ზვიად კუპრავა, პრეზიდენტის საპარლამენტო მდივანი ანა ნაცვლიშვილი და მარგველაშვილის მრჩეველი კახა კოჟორიძე მონაწილეობდნენ.

შეხვედრა პრეზიდენტის ადმინისტრაციის ინიციტივით გაიმართა.

„ღრმა დეტალებში შევედით, ზუსტად იმ კითხვის ნიშნებიდან გამომდინარე ვისაუბრეთ. ამ კითხვებზე პასუხის გაცემული მაქვს, თუმცა პროკურატურას არ სურს, რომ აღიაროს. იქიდან მხარდაჭერა გვაქვს, რომ სიმართლემ აუცილებლად უნდა იზეიმოს,“ – განაცხადა ზაზა სარალიძემ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები