LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

“უმცირესი შანსი იყო მიხეილ სააკაშვილი, როგორც პოლიტპატიმარი ყოფილიყო ხსენებული რეზოლუციაში, თავისით არ მომხდარა ეს, კარდაკარ და ოთახ-ოთახ ვიარეთ” – ნიკა მელია

982
ნიკამელია

“ნაციონალური მოძრაობის” თავმჯდომარე ნიკა მელია აცხადებს, რომ მიხეილ სააკაშვილის პოლიტპატიმრის სტატუსით რეზოლუციაში მოხვედრის ძალიან მცირე შანსი იყო, რადგან “ქართული ოცნება” მუშაობდა საამისოდ, ხოლო მათი მუშაობით სააკაშვილი რეზოლუციაში მოხვდა.

“არ მინდა ისეთ საკითხებზე ვისაუბრო, რომელიც ისევ ჩვენ და მიხეილ სააკაშვილს დააზარალებს, იმიტომ რომ “ქართული ოცნების” პროპაგანდა ისე შემოუბრუნებს ამ ყველაფერს დემოკრატიულ ოპოზიციურ ძალებს, როგორც ატრიალეს, თითქოს მიხეილ სააკაშვილის რეზოლუციაში ხსენება თავიდან ბოლომდე “ნაციონალური მოძრაობის” მოკავშირე ევროპის სახალხო პარტიის (EPP) გამო მოხდა, სხვანაირად ეს ვერ მოხდებოდა. მე სიმართლეს გეტყვით, ძალიან სერიოზული პრობლემა იყო, პრაქტიკულად უმცირესი შანსი იყო, რომ მიხეილ სააკაშვილი როგორც პოლიტპატიმარი ყოფილიყო ხსენებული რეზოლუციაში, რომელშიც მერე ჩვენ ვიხილეთ. თავისით არ მომხდარა ეს. პირადად მე, ბევრმა ჩვენმა მეგობარმა, დეპუტატებმა, პარტიის ლიდერებმა, ირაკლი ქავთარაძემ, კარდაკარ და ოთახ-ოთახ ვიარეთ, 80-20 პროცენტზე იყო შანსი, რომ არ ასახულიყო ეს ყველაფერი რეზოლუციაში. იმიტომ, რომ პარალელურად მუშაობდა “ქართული ოცნება” თავისი რესურსებით. ახლა გაწეულია მუშაობა, მაგრამ არ მინდა ვისაუბრო, ვისაც აინტერესებს, პარტიის ოფისში მოვა და მიიღებს პასუხებს”, – განაცხადა მელიამ “ტვ პირველთან” საუბარში.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები