LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმცროსი და პენელოპა კრუსის ორეული აღმოჩნდა (ფოტო)

cruz

მონიკა კრუსი პენელოპა კრუსის უმცროსი დაა, რომელსაც ესპანეთში კარგად იცნობენ. მონიკა ცნობილი მსახიობი და მოცეკვავეა. შესაბამისად საზოგადოებრივი თავშეყრის ადგილებში მას ხშირად ვხედავთ. მსოფლიომ ის მაშ შემდეგ გაიცნო, რაც პენელოპა დასთან ერთად რამდენიმე სარეკლამო კამპანიაში, მოგვიანებით კი ფილმის პრემიერაზე გამოჩნდა. მონიკა საოცრად ჰგავს თავის პოპულარულ დას და ის ერთი შეხედვით, მისი ტყუპისცალი გეგონებათ. ასაკობრივი სხვაობა დებს შორის 4 წელია.

ამჯერად მონიკა კრუსი ესპანური Elle-ს მიერ მოწყობილ წვეულებას სტუმრობდა. ლამაზმანი ბრწყინავდა  Yolancris-ის წითელ მაქმანებიან მინი-კაბაში, რომელიც ვერცხლისფერ მაღალქუსლიან ფეხსაცმელთან ჰქონდა შეხამებული. ერთი შეხედვით ის შეიძლება პენელოპაშიც კი აგერიოთ.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები