LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმსხვილესი კომპანიის ფინანსურმა მრჩეველმა საზოგადოებას ახალი წელი „ზუმის ფორმით“ გადაღებული ფოტოთი მიულოცა

208
270945852-1061847271303558-685448587930886197-n

უმსხვილესი კომპანიის RBC Wealth Management-ის ფინანსურმა მრჩეველმა საზოგადოებას ახალი წელი „ზუმის ფორმით“ გადაღებული ფოტოთი მიულოცა. საქმე ისაა, რომ ჟოზეფ რომერომ ორიგინალური ფოტო სოციალურ ქსელში, საკუთარ Linkedin-ზე გამოაქვეყნა. ფოტოზე RBC Wealth Management-ის ფინანსური მრჩეველის გარდა, მისი გუნდის წევრებიც არიან.

ამ პოსტით, ჟოზეფ რომეროს საახალწლო სურვილი იყო ე.წ „ზუმის ცხოვრების“ დასრულება და ნორმალურ სამუშაო გარემოში, ანუ ოფისში დაბრუნება.

აღსანიშნავია, რომ ჟოზეფი სოციალურ ქსელში საკმაოდ აქტიურია. როგორც მის შესახებ განთავსებული პირადი ინფორმაციიდან ვიგებთ, RBC Wealth Management-ის ფინანსურ მრჩეველს სამსახურისგან თავისუფალ დროს უყვარს ლაშქრობა, მოგზაურობა და თავგადასავლები.

Linkedin

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები