LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უმუშევრობა, ინფლაცია, სიღარიბე – კიდევ რა აწუხებს ხალხს

106
ekonom-sigareibe

NDI-ის საზოგადოებრივი აზრის კვლევის შედეგების თანახმად, გამოკითხულთა უმრავლესობისთვის სამუშაო ადგილები კვლავ მთავარ ეროვნულ საკითხად რჩება. უფრო დეტალურად, რესპონდენტთა 48% მიიჩნევს, რომ ყველაზე მნიშვნელოვანი ეროვნული საკითხი სამუშაო ადგილებია, 34 %-ის აზრით – ფასების ზრდა/ინფლაცია, 33% ყველაზე მნიშვნელოვან ეროვნულ საკითხად სიღარიბეს, 29 % ტერიტორიულ მთლიანობას ასახელებს, 22% პენსიებს, 19% კი ხელფასებს.

დაგროვილი პენსიის უკან დაბრუნების გამოკითხულთა უმრავლესობას არ სჯერა -NDI

40-დან ზემოთ ასაკობრივი კატეგორიის მოსახლეობის 90 % პროგრამაში ჩართული არ არის

ამავე კვლევის მიხედვით, რესპონდენტთა 63% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკურ მდგომარეობა ცუდია. კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 31% აცხადებს, რომ საქართველოს ამჟამინდელი ეკონომიკური მდგომარეობა საშუალოა, ხოლო ქვეყნის ეკონომიკის მდგომარეობას კარგად რესპოდენტთა 4% აფასებს.

რაც შეეხება ეკონომიკურ თანასწორობას, გამოკითხულთა 70% მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს მხოლოდ ადამიანების გარკვეულ ჯგუფს აძლევს, 12% ამბობს, რომ ქვეყნის ეკონომიკა სარგებელს ყველა მოქალაქეს ერთნაირად აძლევს, 9% კი მიიჩნევს, რომ საქართველოს ეკონომიკა სარგებელს არავის აძლევს.

ცნობისთვის, NDI-ის კვლევის საველე სამუშაოები 13-დან 29 ივლისამდე პერიოდში ჩატარდა.

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები