LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნარების გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტმა სამი დამამშვიდებელი დალია

388
65610939_2269490893098584_7684301730745417728_n

გორში, ზოგადი უნარების გამოცდიდან გამოსულმა აბიტურიენტმა, სამი ტიპის დამამშვიდებელი დალია. 

რომელი უნივერსიტეტი ლიდერობს აბიტურიენტების არჩევანში

ნახეთ უნივერსიტეტების ხუთეული აბიტურიენტების პირველი არჩევანის მიხედვით.

გორის საგამოცდო ცენტრიდან გამოსულმა აბიტურიენტმა განაცხადა, რომ ცუდად დაძაბულობის გამო გახდა. აბიტურიენტი სალომე ეჭვობს, რომ რამდენიმე ბავშვმა მისგან გადაიწერა. ამის გამო აბიტურიენტი ფიქრობს, რომ გამოცდაზე დათხოვნა უნდა აიკრძალოს, რადგან სწორედ ამ დროს იწერენ აბიტურიენტები ერთმანეთისგან.

,,ახლა გეტყვით რაც ხდება. ხშირად ეთხოვებიან დამკვირვებელს და რომ გადიან გარეთ, სხვის ფურცელში იხედებიან და იმახსოვრებენ პასუხებს. უკან რომ ბრუნდებიან, დამახსოვრებული პასუხებს ხაზავენ. ეს არ შეიძლება. გამოცდაზე დათხოვნა უნდა აიკრძალოს“, – თქვა სალომემ „edu.aris.ge”- სთან.

ნახეთ: ერთიანი ეროვნული გამოცდების განრიგი