LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა დაიგოს თუ არა ვარაზისხევში ასფალტი? – მერია ფეისბუქგამოკითხვას ატარებს

101

ვარაზისხევში ქვაფენილის ასფალტით შეცვლის საკითხზე თბილისის მერია ფეისბუქგამოკითხვას ატარებს.გამოკითხვა 6 დღე გაგრძელდება.

საზოგადოების აზრის გამოკითხვა დღის წესრიგში მას შემდეგ დადგა, რაც თბილისის მერმა დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ თუ მოსახლეობა დაეთანხმება აღნიშნულ წინადადებას, მაშინ ასფალტი დაიგება.

კალაძის თქმით, ქვაფენილი საკმაოდ ხმაურიანი და პრობლემურია, ამიტომ, მერმა შესაბამის სამსახურებს დაავალა, რომ მცირე გამოკითხვა ჩაატარონ, არის თუ არა მოსახლეობა თანახმა ქვაფენილი შეიცვალოს.

https://www.facebook.com/CityHallofTbilisi/posts/2304244776258776

ამავე თემაზე ნახეთ “ფორტუნას” სტატია: ქვაფენილს ასფალტი ჯობია. მაგრამ…

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები

პოპულალურები