LIVE
უსმინე პირდაპირ ეთერს

უნდა დავიცვათ ახალგაზრდები – გიორგი გახარია

158
giorgio-gakharia

პარლამენტი მთავრობისთვის ნდობის გამოცხადების საკითხს განიხილავს. კენჭისყრამდე  პრემიერობის კანდიდატი გიორგი გახარია დეპუტატების წინაშე მოხსენებით წარსდგა, რა დროსაც მთავრობის ძირითად სამოქმედო მიმართულებებზე, მიზნებზე და გამოწვევებზე ისაუბრა. მოგვიანებით მან დეპუტატების კითხვებს გასცა პასუხი.

ხალხის ხმა იქნება ჩვენი ძირითადი ძალა - რა პრინციპები ექნება გახარიას?

გახარიას მთავარი პრინციპები: საქმე, შედეგი, ეფექტურობა, გონივრული ვადა და კეთილსინდისიერება, სიმართლე

ყველაზე აქტუალური თემა გიორგი გახარიასთან დაკავშირებით 20-21 ივნისის მოვლენებია.

გახარიამ განაცხადა, რომ მისთვის მიუღებელია პარლამენტზე შტურმს, რომელიმე პოლიტიკურმა ძალამ გამოხატვის თავისუფლება უწოდოს. პრემიერობის კანდიდატმა თქვა, რომ 20 ივნისის დროს, აქციის ორგანიზატორები პირდაპირ მოუწოდებდნენ შტურმისკენ აქციის მონაწილეებს.

„როდესაც მე ვსაუბრობდი სიმართლეზე, აქ ხაზგასმით კიდევ მინდა აღვნიშნო, თუ რა არის ჩვენთვის მიუღებელი. ჩვენთვის მიუღებელია, როდესაც პოლიტიკური ძალა, პასუხისმგებლიანი პოლიტიკური ძალა, პარლამენტზე შტურმს ეძახის გამოხატვის თავისუფლებას.

ის ადამიანები, რომლებიც იყვნენ ამ აქციის ორგანიზატორები ან პირდაპირ მოუწოდებდნენ დემონსტრანტებს, რომ შეჭრილიყვნენ სახელმწიფო ინსტიტუტში, რომელიც არის დაცვის ობიექტი და მათ პირდაპირი შტურმი მიიტანეს პოლიციის კორდონზე – ეს ადამიანები დღეს, ამას ყველაფერს სხვადასხვა სახელებით ამკობენ და ამბობენ, რომ ეს იყო გამოხატვის თავისუფლება.

მათ უბრალოდ, განცხადების დონეზეც არ უნდათ, თუნდაც პოლიტიკური პასუხისმგებლობის აღება იმაზე, რომ ერთხელ და სამუდამოდ ყველანი შევთანხმდეთ, რომ ამ ქვეყანაში ძალადობით, პოლიტიკური შედეგების და პოლიტიკური კონიუქტურის ცვლილება აღარ უნდა მოხდეს არასოდეს. ამისთვის არსებობს პარლამენტი და ამისთვის არსებობს არჩევნები. ჩვენ ყველას უნდა გვესმოდეს, რომ ეს არის ის ძირითადი, ფუნდამენტური პრობლემა, როდესაც სიცრუე იკავებს სიმართლის ადგილს,“ – განაცხადა გახარიამ.

პრემიერობის კანდიდატის თქმით, გამოწვევები, რომლებიც ქვეყნის წინაშე დგას, სულ უფრო და უფრო მძაფრი ხდება და მთავრობის პასუხისმგებლობის დონეც იზრდება.

როდესაც მოდელირებული რეალობით ვიღაცა ცდილობს შტურმის ღამეს, მოუგონოს რაღაც სხვა სახელი, ან როდესაც ფიზიკური დაპირისპირება პოლიციასთან, შეიძლება რაღაცით იყოს გამართლებული. პოლიციასთან, რომელიც იცავს თავისი მოქალაქეების ჯანმრთელობას და სახელმწიფო ინსტიტუტს,“ – განაცხადა გიორგი გახარიამ. 

"ეს შუა ვოლსკია" - პარლამენტთან ცხვრები მიიყვანეს, რომლებსაც დეპუტატების სახელები აქვთ [ფოტოები]

აქციის მონაწილეები ცხვრებს მმართველი გუნდის წევრების სახელებს უწოდებენ.

 

მე მაშინ უნდა გადავმდგარიყავი, თუ პარლამენტში შეჭრას დავუშვებდი

გახარიამ კიდევ ერთხელ მადლობა გადაუხადა პოლიციელებს, რომლებმაც მისი თქმით, სახელმწიფო ინსტიტუტი გადაარჩინეს ძალადობრივი სტატუს-კვოს ცვლილებისგან.

ამ დროს გადადგომით მე რატომღაც ვიღაცას დავუდასტურებდი, რომ რაღაცაში თავს ვგრძნობ დამნაშავედ. არ ვგრძნობ, მიუხედავად იმისა, რომ რა თქმა უნდა, პასუხისმგებლობას ვგრძნობ, თითოეულ იმ დაშავებულ ადამიანზე, რომელსაც მოხვდა რეზინის ტყვია, მიიღო სხვა სახის დაზიანება, თითოეულ მათგანზე, რომელმაც დაკარგა თვალი. უნდა ვაღიაროთ გულწრფელად, რომ ასეთი ორი ადამიანი გვყავს. პასუხისმგებლობას ასევე ვგრძნობ იმაზე, რომ სახელმწიფომ შეასრულოს ზრუნვის ვალდებულება, ასევე იმაზე, რომ ის ადამიანები და პოლიციელები, რომლებიც კეთილსინდისიერად, ბოლო ორი საათის განმავლობაში იდგნენ და ითმენდნენ 300 გატაცებულ ფარს, მათ გატაცებას ბრბოში, ფიზიკურ შეურაცხყოფას, რომ ისინი ხვალ არ გახდნენ მორალური ბულინგის მსხვერპლი, რასაც ბევრი ცდილობს და მათ ჰქონდეთ შეგრძნება, რომ ხვალ, ზეგ და მაზეგ ქვეყანას უნდა ემსახურონ უკეთესად, უფრო რაფინირებულად, ეფექტურად, მაგრამ უნდა ემსახურონ.

სახელმწიფო ინსტიტუტში ფიზიკურ შეჭრას ჰქვია შტურმი, აქ ხომ არ არის საუბარი სიმღერით, ცეკვითშტურმით შეჭრას ჰქვია თავისი სახელი, ამას ჰქვია როგორც მინიმუმ ორგანიზებული თავდასხმა სახელმწიფო ინსტიტუტზე პოლიტიკური კონიუნქტურის რეალობის შეცვლის მიზნით. დამთავრდა. მე რომ დამეშვა მათი აქ შემოჭრა, მაშინ უნდა გადავმდგარიყავი“, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

უნდა დავიცვათ ახალგაზრდები! 

აქციის დარბევის კადრები: 20 ივნისის ყველაზე ემოციური ფოტოები

შეტაკებები პოლიციასა და ხალხს შორის დილამდე გაგრძელდა.

ამასთან გახარიამ ახალგაზრდულ ძალაზეც ისაუბრა და განაცხადა, რომ ეს არის ერთადერთი ძალა, რომლისგანაც ხელისუფლებას ვალდებულება აქვს, ყველაფერი მოითმინოს.

მისივე თქმით, ხელისუფლებამ არ უნდა მისცეს საშუალება დესტრუქციულ, პოპულისტურ ძალებს, ისინი ფარად აიფარონ.

„კრიტიკულად მნიშვნელოვანია, რომ ახალგაზრდების ჩართვა გადაწყვეტილების მიღების პროცესში იყოს ძალიან მაღალი ხარისხის. ამაზე იქნება დამყარებული ყველაფერი. ჩვენ ძალიან კარგად უნდა გვესმოდეს, შეიძლება, ჩვენი ქვეყნის ახალგაზრდები დღეს იდგნენ გარეთ, საყვირით ხელში, მათ აღშფოთებას საზღვარი არ ჰქონდეს. ჩვენც ასეთები ვიყავით. კარგად მახსოვს დაახლოებით ის ასაკი და მახსოვს, რამხელა აღშფოთებას იწვევდა ჩემში, ხშირ შეთხვევაში, ამ ტრიბუნიდან გამოთქმული მოსაზრებები. თუმცა, გავიმეორებ, რომ ყველაფრის და მიუხედავად, უნდა გავაკეთოთ ორი რამ. ჩვენ უნდა დავიცვათ ახალგაზრდები და არ უნდა მივცეთ დესტრუქციულ, პოპულისტურ ძალებს საშუალება, ისინი წინ ფარად აიფარონ. ამის ერთადერთი გზაა მათი მაქსიმალური ჩართულობა გადაწყვეტილების მიღების პროცესში.

ალბათ ეს არის ერთადერთი ძალა, რომლისგანაც ჩვენ პოზიტიური ვალდებულება გვაქვს, მოვითმინოთ ყველაფერი. ჩვენ ამ ვალდებულებას როგორმე თავს გავართმევთ, – განაცხადა გიორგი გახარიამ.

 

გაზიარება
გაზიარება

კომენტარები